29/11/14 სამტრედიამ პირველი თამაში წააგო

სახელბურთო კლუბმა სამტრედიამ ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალის პირველი მატჩი 25:41 წააგო ფინურ კლუბ რიიჰიმიაენ კოქსთან. საპასუხო თამაში 30 ნოემბერს გაიმართება იმავე არენაზე, ფინეთის ქალაქ კარიააში.

პირველ თამაშში სამტრედია ფორმალურად მასპინძელი იყო. ქართველები თავიდან დაწინაურდნენ – 6:4, 7:5, მაგრამ მეთხუთმეტე წუთისთვის კოქსმა ოთხბურთიანი გაქცევა მოაწყო – 7:9, შემდეგ კი მეტითაც დაწინაურდა. სამტრედიამ 25-ე წუთისთვის გაიბრძოლა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 13:14, თუმცა, ტაიმი მაინც 15:20 წააგო, შესვენების შემდეგ კი ფინელებმა სწრაფად დაიწყეს უპირატესობის ზრდა და, საბოლოოდ, სხვაობამ 16 ბურთს უწია.

ქვეყნის ჩემპიონის რიიჰიმიანეჰ კოქსის შემადგენლობაში საუკეთესოები იყვნენ ფინეთის ნაკრების წევრები – ტეემუ ტამინენი (10 გოლი), ნიკო რონბერგი (8) და ანტი ვალო (5). მათ შემადგენლობაში ასევე ყავდათ ესტონელი, რუმინელი, მოლდოველი და უკრაინელი ლეგიონერები.

სამტრედიაში ყველაზე შედეგიანი იყო მარცხენა ინსაიდი ლექსო წითელიშვილი (9). 5-5 გოლი გაიტანეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, მარჯვენა გარემარბმა  გიორგი დიხამინჯიამ და პივოტმა ჯაბა ხაჟომიამ.

კვირას მეორე მატჩი საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

ჩელენჯ კაპი 2014-15. მეთექვსმეტედფინალის პირველი მატჩი

29 ნოემბერი, კარიაა (ფინ). 200 მაყურებელი

სამტრედია – რიიჰიმინაენ კოქსი (ფინ) 25:41

სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე – წითელიშვილი 9, დიხამინჯია 5, ხაჟომია 5, თევზაძე 3, ღაღანიძე 1, ნიკურაძე 1, წივწივაძე 1, გოგალაძე, ელგანდაშვილი, ზურაბიანი, თავაძე, კუჭუხიძე

კოქ: ალექსეევი, უმოვიცი – ტამინენი 10, რონბერგი 8, ვალო 5, ნენიცა 4, როგენბაუმი 4, იანსონი 2, სირიალა 2, ტუომინენი 2, ბუჩუმანი 1, ლეპი 1, ვოიკა 1, ლეიკამა, შაფრონიი, სიომანი

მსაჯები: რუტკოვსკისი, ძერვე (ლატ)

Leave a Reply