30/11/14 სხვაობა ოთხით ნაკლები იყო

სახელბურთო კლუბმა სამტრედიამ ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალის მეორე თამაშიც წააგო ფინეთში, რიიჰიმიაენ კოქსთან – 26:38. სხვაობა ამჯერად ნაკლები იყო, ვიდრე პირველ შეხვედრაში, რომელიც ფინელებმა 41:25 მოიგეს.

ასე დასრულდა სამტრედიელთა დებიუტი ევროთასებზე, ხოლო მერვედფინალში ფინური კლუბი გავიდა.

ტაიმი მასპინძლებმა 16:13 მოიგეს. სამტრედიელთა შორის ამჯერად გოლი არ გაუტანია წინა მატჩის საუკეთესო ბომბარდირს, ლექსო წითელიშვილის (9 გოლი პირველ თამაშში). ამჯერად ყველაზე შედეგიანები იყვნენ გიორგი დიხამინჯია და გოგიტა ნიკურაძე 6-6 გოლით.

სამტრედია, რომელმაც ახალ სეზონში უკვე მოიპოვა საქართველოს თასი, ახლა ჩაებმება ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც 8 დეკემბერს უნდა დაიწყო გლდანის ხელბურთის სასახლეში.

ჩელენჯ კაპი. მეთექვსმეტედფინალის მეორე მატჩი.

30 ნოემბერი, კარიაა (ფინ). 142 მაყურებელი

რიიჰიმინაენ კოქსი (ფინ)სამტრედია38:26

კოქ: პუჰაკა, უმოვიციუომინენი 9, შაფრონიი 7, მინენი 6, ბუჩუმანი 3, ნენიცა 3, ვოიკა 3, როგენბაუმი 2, სიომანი 2, სირიალა 2, რონბერგი 1, ვალო, იანსონი, ლეპი, ლეიკამა

სამ: სამყურაშვილი, ხონელიძედიხამინჯია 6, ნიკურაძე 6, გოგალაძე 4, ღაღანიძე 3, ხაჟომია 3, თევზაძე 2, წივწივაძე 2, წითელიშვილი, ელგანდაშვილი, ზურაბიანი, თავაძე, კუჭუხიძე

მსაჯები: რუტკოვსკისი, ძერვე (ლატ)

ორი მატჩის ჯამი – 79:51. კოქსი გავიდა მერვედფინალში

Leave a Reply