30/05/14 ორშაბათს ფინალური ექვსეული იწყებს
ორშაბათს, სპორტკომპლექს არენაში იწყება საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტური 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის.
ორი ეტაპის შემდეგ შერჩეული 6 საუკეთესო გუნდი ერთ წრედ ითამაშებს 2014 წლის ჩემპიონის ტიტულისთვის. ტურნირს მონაწილეები 0 ქულიდან იწყებენ, ჩემპიონობის შანსი ყველას აქვს.
პირველი ეტაპი 2013 წელს დასრულდა – გამოვლინდნენ რეგიონალური ჩემპიონები (თელავი, ფოთი, ქარიშხალა) და მეორე ეტაპზე გამსვლელი 10 გუნდი. საგაზაფხულო ეტაპი პეგასმა მოიგო, მეორეზე ქარიშხალა გავიდა, მესამეზე – იმედი. ექვსეულის საგზურები მოიპოვეს ასევე იმედმა, გორისა და ფოთის გუნდებმა.
ამ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი 6 ივნისს გამოვლინდება, სეზონი კი დასრულდება ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურით, რომელიც გლდანში გაიმართება 16-19 ივნისს და რომელშიც რვავე გუნდი ითამაშებს.
საქართველოს ჩემპიონატი.
ბიჭები, 1998-99. ფინალური ექვსეული
2-6 ივნისი, არენა 2
2 ივნისი, ორშაბათი
15:00 პეგასი – იმედი
16:30 ქარიშხალა – ფოთი
18:00 მამული – გორი
3 ივნისი, სამშაბათი
15:00 ფოთი – მამული
16:30 გორი – პეგასი
18:00 იმედი – ქარიშხალა
4 ივნისი, ოთხშაბათი
15:00 იმედი – გორი
16:30 პეგასი – ფოთი
18:00 ქარიშხალა – მამული
5 ივნისი, ხუთშაბათი
15:00 ფოთი – იმედი
16:30 ქარიშხალა – გორი
18:00 მამული – პეგასი
6 ივნისი, პარასკევი
15:00 გორი – ფოთი
16:30 მამული – იმედი
18:00 პეგასი – ქარიშხალა