gnhf-rrr

28/05/14 როგორ დამარცხდა მთავარი ფავორიტი

ანდორიდან დაბრუნდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც მეორე ადგილი მოიპოვა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის თასის ევროპული ზონაში, თუმცა, დასახული ამოცანა – გამარჯვება და ინტერკონტინენტალური ფინალის საგზურის მოპოვება – ვერ შეასრულა.

გვესაუბრება მწვრთნელი ლევან გელაშვილი: – ანდორაში ჩვენ წავედით ტურნირის მოსაგებად. ყველაფერი კარგად აეწყო. იოლად მოვუგეთ ალბანეთს, შემდეგ უფრო ძლიერი მეტოქე, ბრიტანეთი დავამარცხეთ, ბოლოს – უფრო რთული მატჩი გვქონდა მოლდოვასთან. ნახევარფინალში იოლად მოვუგეთ ანდორას და ცოტა სული მოვითქვით. თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო და ფინალში საუკეთესო თამაში უნდა გვეჩვენებინა.

ვთამაშობდით ისე, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა და რისთვისაც ვემზადებოდით – გუნდურ ხელბურთს, დაბალანსებულს, ყველა რგოლი თავის ადგილზე იყო, შემცვლელებიც ნორმალურად შემოდიოდნენ თამაშში, დაცვაში ხისტად ვიდექით, რის შედეგადაც ჩვენს მეკარეებსაც კარგი სტატისტიკა ჰქონდათ.

მოკლედ, ვიყავით აბსოლუტური ფავორიტები ყველას თვალში – ადგილობრივი მედიის, მაყურებლის, მეტოქეების და ანდორაში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისაც, რომლებიც ყველა თამაშზე გულიანად გვქომაგობდნენ . მეორე ჯგუფში დიდი ბრძოლა იყო გამართული პირველი ადგილისთვის, რადგანაც ნახევარფინალში ჩვენთან თამაში არავის უნდოდა. ანდორა კინაღამ შეაკვდა ფარერის კუნძულებს და 50 წუთი თანაბრად ეთამაშა, ფარერელებს გაუჭირდათ აზერბაიჯანთანაც, ხოლო ნახევარფინალის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მოლდოვასთან 2 ბურთით აგებდნენ და სულ ერთქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

დადგა ფინალის დღე. ბიჭები დაღლილები არ იყვნენ, მოტივაცია სერიოზული ჰქონდათ. ვერ ვიტყვი, რომ ფარერელები ჩვენზე მაღლები ან ჩვენზე ჯანიანები იყვნენ. შეტევაშიც ნორმალურად ვითამაშეთ და გასატანი გავიტანეთ, მაგრამ დაცვაში ვერ დავდექით. ძალა ვერ ვაჩვენეთ მეტოქეს, ვერაფერში ხელი ვერ შევუშალეთ. ფინალი ჩავაგდეთ, ერთი სიტყვით. ვაგებდით თავიდან ბოლომდე.

მიზეზი ჩემი აზრით ერთდაერთი იყო – გუნდი ემოციურად ძალიან გადატვირთული იყო და ფინალის წინ ვერ განიმუხტა. ეს, ცხადია, არა მოთამაშეების , არამედ ჩვენი ბრალია. ბიჭებმა კი აღიარეს, რომ ფარერები ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო და ალალად მოგვიგო, მაგრამ, ფარერებს ათიდან ათს ვერა, მაგრამ თამაშების უმეტესობას მოვუგებთ. ახლა რაღა დროსია, მაგრამ, პირადად ჩემი აზრით, ასეა.

ტურნირზე საუკეთესო მოთამაშის პრიზი მოიპოვა თემურ ორჯონიკიძემ, ხოლო სხვებთან ერთად იმსაჯეს ქართველმა არბიტრებმა, ინა ჭკუასელმა და ელენე არაბულმა. ახლა, ნაკრების ყველა მოთამაშე თავ-თავის კლუბებში საქართველოს ჩემპიონატს დაასრულებს, ხოლო 2015 წელს ამ გუნდს 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ელის.

ფოტო: ფარერები-საქართველო

IHF თასი (20 წ). ევროპის ზონა. ანდორა, 21-25 მაისი, 2014
A ჯგუფი: ფარერები, ანდორა, აზერბაიჯანი, ირლანდია
B
ჯგუფი: მოლდოვა, საქართველო, ბრიტანეთი, ალბანეთი

21 მაისი. საქართველოალბანეთი 45:18

ცინცაძე , ცერცვაძე  – აბრამიშვილი 10, ორჯონიკიძე 7, ალანია 6, სიმონია 5, გიორგაძე 5, ცხვარაშვილი 4, გოგოლაძე 2, დიხამინჯია 2, სტურუა 2, კოხრეიძე 1, არსენაშვილი 1

22 მაისი. საქართველობრიტანეთი 34:24

ცინცაძე (13 მოგერიება), ცერცვაძე (10) – სიმონია 10, ორჯონიკიძე 8, ცხვარაშვილი 6, აბრამიშვილი 2, გოგოლაძე 2, კოხრეიძე 1, სტურუა 1, გიორგაძე 1, არსენაშვილი 1, ალანია 1, დიხამინჯია 1

23 მაისი. საქართველო – მოლდოვა 28:23

ცინცაძე (16), ცერცვაძე (3) – სიმონია 8, ორჯონიკიძე 5, აბრამიშვილი 4, ცხვარაშვილი 3, კოხრეიძე 3, გოგოლაძე 3, არსენაშვილი 1, ალანია 1

24 მაისი, ნახევარფინალი. საქართველო – ანდორა 39:20

ცინცაძე (11), ცერცვაძე (4) – ორჯონიკიძე 6, ალანია 6, გიორგაძე 6, ცხვარაშვილი 4, სტურუა 3, სიმონია 3, გოგოლაძე 3, დიხამინჯია 2, აბრამიშვილი 2, კოხრეიძე 2, აბჟანდაძე 1, არსენაშვილი 1

25 მაისი. ფინალი. საქართველო – ფარერები 25:34

ცერცვაძე (8), ცინცაძე (3) – ორჯონიკიძე 6, კოხრეიძე 5, გოგოლაძე 4, სიმონია 4, ცხვარაშვილი 2, აბრამიშვილი 2, სტურუა 2

ახალგაზრდული ნაკრები

მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (სტუ), ზურაბ ცინცაძე (პეგასი)

მოთამაშეები: ზურაბ სიმონია, შალვა სტურუა, თემურ ორჯონიკიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ლაშა არსენაშვილი (სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი, ამირან აბჟანდაძე, გიგა კოხრეიძე, გიორგი დიხამინჯია (პეგასი), გივი გიორგაძე, ომარ ალანია (იმედი)

მთავარი მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე

მწვრთნელი: ლევან გელაშვილი

დელეგაციის ხელმძღვანელი: ჯორჯე რაშიჩი

ექიმი: ლევან ლინნიკი

 

Leave a Reply