29/09/14 ჭაბუკთა ჩემპიონატი გლდანში დაიწყო

ჯემალ ცერცვაძის სახელობის აკადემიაში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის. გლდანში პირველ წრეს მართავენ აღმოსავლეთისა და თბილისის ლიგის გუნდები.

პირველ დღეს მოულოდნელი არაფერი მომხდარა და ფავორიტებმა გაიმარჯვეს. ქვეყნის ჩემპიონმა, ქარიშხალამ, 44:28 დაამარცხა მამული. ვიცეჩემპიონი პეგასი ჩემპიონატშ მეორე დღიდან ჩაერთვება, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორმა, იმედმა 45:28 მოუგო შევარდენს. იმედს წლეულს ბევრად უფრო დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, რადგან დაიმატა 3 ძლიერი მოთამაშე – ქარიშხალას ყოფილი გარემარბი გოგუა და ფოთელები – მეკარე ზარგინავა და მარჯვენა ინსაიდი ბერაია.

აღმოსავლეთი ლიგის შარშანდელი ჩემპიონი და მესამე პრიზიორი, თელავი და ყვარელი წლეულს გაერთიანდნენ. ჩემპიონი, როგორც ჩანს, კახელებსა და გორის გუნდს შორის დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველ ტურში გორმა 36:17 დაამარცხა რუსთავი, კახელებმა კი 58:25 მოუგეს ქარელს, ხოლო მათმა პივოტმა, ბექა დანელიშვილმა 22 გოლი გაიტანა.

სამშაბათს გლდანში მორიგი 4 მატჩია, ხოლო სამის ნახევარზე ტურნირი საზეიმოდ გაიხსნება.

პირველ ეტაპზე გამოვლინდებიან აღმოსავლეთის, თბილისისა და დასავლეთის ლიგების ჩემპიონები, ხოლო საუკეთესოები 2015 წლიდან საქართველოს ჩემპიონობისთვის განაგრძობენ თამაშს.

საქართველოს ჩემპიონატი 2014-15

გლდანის ცერცვაძის სახელობის აკადემია

ბიჭები. 1998-99. პირველი ტური. თბილისი, 29 სექტემბერი

აღმოსავლეთის ლიგა: კახეთი, გორი, რუსთავი, ქარელი, ლაგოდეხი

კახეთი – ქარელი 58:25

კახ: ლილუაშვილი, ერგემლიძე – დანელიშვილი 22, დოლმაზაშვილი 11, კაიშაური 9, ჯიქურიშვილი 4, ყორიაული 3, აღვინოვი 3, ბაჩიაშვილი 3, გიგაური 2, ზურაბიშვილი 1

ქარ: ნ. ლომიტაშვილი, მეარაყიშვილი – მეტრეველი 11, ნონაშვილი 4, დანდლიაშვილი 4, ქოთუაშვილი 3, ჭავჭავაძე 2, გ. ლომიტაშვილი 1

რუსთავი – გორი 17:36

რუს: მამულაშვილი, ქამუშაძე – ლურსმანაშვილი 5, ლ. ბაბუნაძე 3, შუშანაშვილი 2, ბუიშვილი 2, ეძგვერაძე 2, ზედელაშვილი 1, ეგაძე 1, გ. ბაბუნაძე 1

გორ: ვათიაშვილი, ჯაფარიძე – მჭედლიშვილი 9, დალაქიშვილი 7, ტარუაშვილი 7, ყანჩაველი 4, მურადაშვილი 3, ქესანაშვილი 2, გუდურაშვილი 1, ტიელიძე 1, ნიაზაშვილი 1, ბეთლემიშვილი 1

მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე

თბილისის ლიგა: ქარიშხალა, პეგასი, იმედი, მამული, შევარდენი

ქარიშხალა – მამული 44:28

ქარ: ხანდოლიშვილი, ფარესიშვილი – კბილაშვილი 18, ბულბულაშვილი 12, არსენაშვილი 4, ბიბილეიშვილი 3, ჯინჭარაძე 2, მამულაშვილი 2, კვირკველია 2, ასაბაშვილი 1

მამ: დავითაშვილი – წულიაშვილი 9, კორაშვილი 7, შევჩენკო 6, თოდუა 3, სხვიტარიძე 2, ტალახაძე 1

იმედი – შევარდენი 45:28

იმ: ხარაიშვილი, ზარგინავა, როკაშვილი – გოგუა 7, საძაგლიშვილი 6, ბერაია 6, მიქავა 6, ბაინაზიშვილი 5, რუსტამოვი 4, ჰუსეინოვი 3, მელაშვილი 3, იობაშვილი 2, თურქაძე 2, მღებრიშვილი 1

შევ: სადირინი, შაქარაშვილი, კოპალიანი – ინანიშვილი 13, მიჩილაშვილი 5, ზაალიშვილი 4, ბულია 3, თიგიშვილი 2, გოროზია 1

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

30 სექტემბერი, სამშაბათი

11:30 ლაგოდეხი – კახეთი

13:00 ქარელი – გორი

14:30 ჩემპიონატის გახსნა

15:00 შევარდენი – ქარიშხალა

16:30 მამული – პეგასი

ფოტო: ბექა დანელიშვილი (6)

 

Leave a Reply