25/12/14 ფრედ დასრულებული სერია ბელარუსში

ბელარუსიდან დაბრუნდა საქართველოს ჭაბუკ ხელბურთელთა ოლიმპიური ნაკრები, რომელმაც მინსკში 5 მატჩი გამართა ბელარუს თანატოლებთან და სერია ფრედ დაასრულა – 2 მოგება, ფრე და 2 მარცხი.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გარი თურქია საშობაო არდადაგებზე გაემგზავრა საბერძნეთში, ტურნე კი მწვრთნელმა გიორგი ქობელაშვილმა შეაჯამა.

გიორგი ქობელაშვილი: – მინსკში ძალიან კარგ პირობებში ვიყავით. ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით ოლიმპიური რეზერვების ცენტრის ახალ, შესანიშნავ დარბაზში. ბელარუსებს ამ ცენტრში ორი გუნდი ჰყავთ, სადაც შეკრებილია ამ ასაკის, თექვსმეტი წლის, ყველა საუკეთესო  მოთამაშე მთელი ქვეყნიდან. ისინი მთელი წელი ერთად ცხოვრობენ, სწავლობენ და ვარჯიშობენ.

პირველი მატჩი გვქონდა ამ ორი გუნდის გაერთიანებულ შემადგენლობასთან, ანუ ბელარუსის ნაკრებთან. მოვიგეთ 30-28, ხოლო ცალ-ცალკე ერთ-ერთ გუნდს 38-33 მოვუგეთ და მეორესთან ფრედ ვითამაშეთ – 23-23.  უნდა ითქვას, რომ მასპინძლები არ მოელოდნენ ასეთ შედეგს და ბოლო ორი მატჩისთვის საგანგებო მობილიზაცია გამოაცხადეს. მეოთხე მატჩი მძიმე ბრძოლაში 24-27 წავაგეთ. ბოლო შეხვედრა გამოფრენის დღეს, დილას გვქონდა და მხოლოდ პირველი ტაიმი გავძელით (17-17), ხოლო მეორეში კი გუნდი ფაქტიურად გაჩერდა, იმდენად დაიღალა, მეტოქის შემადგენლობაში კი იმ ხალხმა გამოიჩნა თავი, ვინც აქამდე უმეტესად სკამზე იჯდა და შედარებით დასვენებული იყო. წავაგეთ 25-35, მაგრამ ეგ არაფერი, ჩვენთვის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენი მიზანია  ოლიმპიური ფესტივალი თბილისი-2015, რომლისთვისაც გეგმიურად ვემზადებით.

არ ვერიდებოდით ექსპერიმენტებსაც დაცვაში ძირითადი წყობა 6-0 იყო, მაგრამ ვსინჯავდით 5-1, 4-2 და 3-3 სქემასაც, რათა ყველა სიტუაციისთვის მზად ვიყოთ. იცვლებოდა შემადგებლობაც და თავის გამოჩენის შანსი ყველას ჰქონდა, თუმცა, ძირითადი შვიდეული მაინც გამოკვეთილი იყო: ხანდოლიშვილი – რუსტამოვი, იობაშვილი (კბილაშვილი), კბილაშვილი (ფერაძე), არსენაშვილი, ბულბულაშვილი, მერკვილაძე.

ტრადიციულად, ყველაზე შედეგიანი იყო ირაკლი კბილაშვილი, თუმცა,მისი გოლების ნაწილი შვიდმეტრიანებზე მოდის. განსაკუთრებული ქება და მაყურებელთა ტაში დაიმსახურა მეკარე სანდრო ხანდოლიშვილმა, დაცვაში  კარგი იყო გიორგი მიქავა. პოზიცია შევუცვალეთ ხაზეინ რუსტამოვს და გარემარბად გადავიყვანეთ, რამაც ვფიქრობ, გაამართლა. გამოვყოფ უკანახაზელებს – იობაშვილს, ფერაძეს და ბულბულაშვილს, , ძირითად პივოტ არსენაშვილს.

საბოლოო ჯამში, ტურნე სასარგებლო იყო. გამოჩნდა ბევრი კარგი და რამდენიმე უარყოფითი მომენტიც.

ამ დრისათვის გუნდის ძირითდი ბირთვი თითქოს გამოკვეთილია, მაგრამ ნაკრების კარი არავისთვის არაა დახურული. ორი მოთამაშე, გაწერელია და ტიელიძე ტრავმირებული იყო და მალე უნდა შემოგვიერთდეს.  ძირითადის გარდა გვყავს ამ მომენტისთვის მეორე შემადგენლობა, რომელსაც გიორგი გვაზავა ავარჯიშებს. ეს კარგია ამ ბიჭების მოტივაციისა და იმისთვისაც, რომ პირველ გუნდში ვინმემ თავი არხეინად არ იგრძნოს.  კონკურენცია დიდია და ივლისამდეც დიდი დროა.

ჭაბუკთა ოლიმპიური ნაკრები (16 წ) ბელარუსში. 2014

მინსკი, 19 დეკემბერი

ბელარუსი – საქართველო 28-30

ბლრ: იასიუკევიჩი – ალეხინი 6, კარპლიუკი 5, პოლუეკტოვი 4, სოტნიკი 3, ბუბენი 3, კუსენკოვი 2, განცევიჩი 2, ლევანდოვსკი 1, ხმელკოვი 1, ხლიმანკოვი 1,  ხილკო, დოროფეევი, რახოვი, დერგაჩევი. გოლოვკოვი

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – კბილაშვილი 9, არსენაშვილი 5,  ფერაძე 4, ბულბულაშვილი 4, რუსტამოვი 3, იობაშვილი 2, მაისურაძე 1, მერკვილაძე 1, ზარნაძე 1, მიქავა, მამულაშვილი, ზაალიშვილი

20 დეკემბერი

ოლიმპიური რეზერვების ცენტრი – საქართველო 33-38

ორც: იასუკევიჩი – ბუბენი 10, ხმელკოვი 7, ალეხინი 6, კუსენკოვი 4, სოტნიკი 3, ხილკო 2, განცევიჩი 1, რახოვი, დოროფეევი

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი –  კბილაშვილი 13,  არსენაშვილი 6, იობაშვილი 5, ბულბულაშვილი 5, რუსტამოვი 3, მიქაძე 2, ზარნაძე 2, ზაალიშვილი 1, ფერაძე 1, მაისურაძე, მამულაშვილი, მერკვილაძე

21 დეკემბერი

რცოპ არკატრონი – საქართველო 23-23

არკატრონი: ემელევიჩი –  პოლუეკტოვი 10, კარპლიუკი 4, დერგაჩევი 3, შჩერბინა 2,  ლევანდოვსკი 2, ხლიმანკოვი 1, ბუზოვსკი 1, ოსადჩუკი, კოტენკოვი, გოლოვკოვი

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი –  ბულბულაშვილი 8, არსენაშვილი 6, კბილაშვილი 3,  რუსტამოვი 3, მიქავა 1, ზარნაძე 1, მერკვილაძე 1 იობაშვილი, ზაალიშვილი, ფერაძე, მამულაშვილი, მაისურაძე

22 დეკემბერი

ბელარუსი  – საქართველო  27-24

ბლრ: იასიუკევიჩი – პოლუეკტოვი 10, ალეხინი 5, ბუბენი 5, კუსენკოვი 4, სოტნიკი 1, დერგაჩევი 1, ხლიმანკოვი 1, განცევიჩი, ხმელკოვი, ხილკო, გოლოვკოვი, კოტენკოვი

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – კბილაშვილი 10, რუსტამოვი 4, ბულბულაშვილი 4, არსენაშვილი 2,  მაისურაძე 2, იობაშვილი 1, ზარნაძე 1, ფერაძე, მერკვილაძე, მიქავა, მამულაშვილი, ზაალიშვილი

23 დეკემბერი

ბელარუსი  – საქართველო  35-25

ბლრ: იასიუკევიჩი – განცევიჩი 12, კუსენკოვი 7, სოტნიკი 6, ხილკო 4, გოლოვკოვი 3, დერგაჩევი 2, ბუბენი 1,  პოლუეკტოვი, ალეხინი, ხლიმანკოვი, ხმელკოვი, კოტენკოვი

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – არსენაშვილი 8, იობაშვილი 5, კბილაშვილი 5, ფერაძე 4, რუსტამოვი 3, ბულბულაშვილი, მაისურაძე, ზარნაძე, მერკვილაძე, მიქავა, მამულაშვილი, ზაალიშვილი

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი)

უკანა ხაზი: გიგი ფერაძე, ლუკა ბულბულაშვილი (ქარიშხალა), ირაკლი კბილაშვილი (ქარიშხალა/ქუთაისი), გიგა ზარნაძე (პეგასი), ზეზვა იობაშვილი (იმედი)

გარემარბები: ხაზეინ რუსტამოვი (იმედი), ლევან მამულაშვილი (ქარიშხალა), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), ზაალ ზაალიშვილი (შევარდენი)

პივოტები: ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა), ნოდარ მაისურაძე (პეგასი), გიორგი მიქავა (იმედი)

მთავარი მწვრთნელი გარი თურქია, მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი


Leave a Reply