23/12/14 საუკეთესო მოთამაშე იზაბელ გულდენი გახდა

ევროპის ქალთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოცხადდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეების ვინაობა.

სიმბოლურ შვიდეულში მოხვდა ევროპის ჩემპიონის, ნორვეგიის 3 ხელბურთელი, ფინალისტ ესპანეთის – ერთი, ორი დანიელი და ერთი რუმინელი. შვიდეულში არცერთი წარმომადგენელი არ ჰყოლია ბრინჯაოს პრიზიორ შვედეთს, თუმცა მათ ორი პრიზი ერგოთ.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=6W0M18sY6S0

საუკეთესო შვიდეული: მეკარე სილიე სოლბერგი (ნორ), მარცხენა გარემარბი მარია ფისკერი (დან), მარცხენა შუამარბი კრისტინა ნიაგუ (რუმ), გამთამაშებელი კრისტინა კრისტიანსენი (დან), პივოტი ჰაიდი ლოკე (ნორ), მარჯვენა შუამარბი ნორა მორკი (ნორ),  მარჯვენა გარემარბი კარმენ მარტინი (ესპ)

საუკეთესო მოთამაშე იზაბელ გულდენი(შვდ)

ჩემპიონატის საუკეთესო ხელბურთელს შვიდეულში არ ასახელებენ და სპეციალურ პრიზს გადასცემენ. აშკარა იყო, რომ ამ ჯილდოს მიიღებდა შვედეთის 25 წლის გამთამაშებელი, იზაბელ გულდენი (179 სმ) – ის რამდენიმე სტატისტიკურ ნომინაციაში საუკეთესო იყო: გაიტანა ყველაზე მეტი გოლი, საუკეთესო იყო გოლი+პასი სისტემით, ხოლო შვიდმეტრიანებში უნიკალური შედეგი ჰქონდა, 27 დარტყმიდან 27 გოლი.

საუკეთესო მცველი საბინა იაკობსენი (შვდ)

საუკეთესო მცველი სახელდება სტატისტიკური მონაცემების მიხედვით და მას იღებს მოთამაშე, ვისაც ჯამში ყველაზე მეტი ჩაჭრილი და დაბლოკილი ბურთი დაუგროვდება. ასეთი იყო ლინეა ტორსტენსონი, მაგრამ მან ბოლო მატჩში უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და ჯილდო ერგო საბინე იაკობსენს.

ევროპის ჩემპიონმა, ნორვეგიამ მოიპოვა 2016 წლის ოლიმპიადისა და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატების საგზური. ნორვეგიისა და მასპინძელ ბრაზილიის გარდა, თითო ადგილს მიიღებენ დანარჩენი სამი რეგიონის (ამერიკა, აფრიკა, აზია) ჩემპიონი და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი. დანარჩენი 6 საგზური გათამაშდება სპეციალურ შესარჩევ ტურნირებზე 2016 წელს.

რაც შეეხება 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ევროპას მასზე კიდევ 9 ადგილი ერგება. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 14 გუნდი (ყველა, ნორვეგიისა და მომავალი ტურნირის მასპინძელ დანიის გარდა) გადავიდა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში, სადაც მათ დაემატებათ შესარჩევი ტურნირის 4 გამარჯვებული – სლოვენია, ავსტრია,  ისლანდია და ჩეხეთი.

წილისყრა ევროპის ჩემპიონატის ფინალის დღეს გაიმართა: საფრანგეთი-სლოვენია, გერმანია-რუსეთი, სერბეთი-რუმინეთი, ჰოლანდია-ჩეხეთი, უკრაინა-პოლონეთი, მონტენეგრო-ისლანდია, ავსტრია-უნგრეთი, ესპანეთი-სლოვაკეთი, ხორვატია-შვედეთი. თამაშები გიმართება 6/7 და 13/14 ივნისს და გამოვლინდება მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ 9 მონაწილე.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები

7-21 დეკემბერი, უნგრეთი-ხორვატია

გოლები

იზაბელ გულდენი, შვდ 58 (8 მატჩი)

კრისტინა ნიაგუ, რუმ 49 (6)

კარმენ მარტინი, ესპ 46 (8)

კატარინა ბულატოვიჩი, მნტ 44 (8)

ნორა მორკი, ნორ 41 (8)

პასები

მარტა მანგე, ესპ 35 (8)

ნორა მორკი, ნორ 35 (8)

კრისტინა კრისტიანსენი (დან) 33 (6)

გოლი+პასი

გულდენი 82 (58+24)

მორკი 76 (41+35)

ბულატოვიჩი 72 (44+28)

ნიაგუ 72 (49+23)

ნერეა პენია, ესპ 66 (38+28)

შვიდმეტრიანები

გულდენი 27/27

მარტინი 30/25

კრისტინა ტრიშჩუკი, უნგ 25/23

ნიაგუ 24/19

გოლები თამაშიდან

ჰაიდი ლოკე, ნორ 37 (8)

იდა ოდენი, შვდ 36 (8)

გულდენი, მორკი, პენია 31 (8)

მილენა კნეზევიჩი (მნტ), ბულატოვიჩი,  მანგე, ნიაგუ 30

მეკარეები

სილიე სოლბერგი, ნორ 94/227 41%

პაულა უნგურიანუ, რუმ 80/198 40%

კატია შულკე, გერ 56/142 39%

ევა კიში, უნგ 72/188 38%

სანდრა ტოფტი, დან 62/163 38%

მცველები (ბლოკი+ჩაჭრა)

ლინეა ტორსტენსონი, შვდ 14+3

საბინა იაკობსენი, შვდ 11+4

ალექსანდრინა კაბრალი, ესპ 1+14

იზაბელ გულდენი, შვდ 1+12

Leave a Reply