http://geohandball.ge/administrator/index.php?option=com_media&view=imagesList&tmpl=component&folder=smilies

26/01/15 მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

http://geohandball.ge/administrator/index.php?option=com_media&view=imagesList&tmpl=component&folder=smilies

მსოფლიო ჩემპიონატზე, ყატარში, გაირკვა მეოთხედფინალური წყვილები. 28 იანვარს ითამაშებენ გერმანია-ეგვიპტე, ხორვატია-პოლონეთი, სლოვენია-საფრანგეთი და ესპანეთი-დანია.

 

ისლანდია-დანიის მატჩში მეშვიდე წუთი იწურება, დანიელთა მეკარე ნიკლას ლანდინი კი კარსტენ ლიხტლაინერს ეჯიბრება – ანგარიშია 5-0 დანიის სასარგებლოდ. არა, ისლანდია ეგვიპტე არაა და ფსიქოლოგიურად ვერ გატეხავ, ისინი აგებენ ტაიმს – 10-16, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იბრძოლებენ, თუმცა, გამარჯვებულის ვინაობა ალბათ უკვე ცნობილია. ისევე როგორც, საფრანგეთ-არგენტინის პირველი ტაიმის შემდეგ – 16-6.

 

ისლანდიისთვის მერვედფინალი ალბათ მაქსიმუმია იმ ჩემპიონატზე, სადაც გუნდი დაწყებამდე ორი თვით ადრე, ვაილდქარდით მოხვდა – ისლანდიამ კვალიფიკაციის პლეიოფი ბოსნიასთან წააგო და ბაჰრეინისა და არაბთა საემიროების ბოიკოტის შემდეგ დაუშვეს ტურნირზე. ზედ ჩემპიონატზე გუნდს გამოაკლდა ლიდერი, არონ პალმარსონი და ისლანდიამ უმისოდ მოიგო გადამწყვეტი, პლეიოფში გასასვლელი მატჩი ეგვიპტესთან. მაგრამ დანია არ არის ეგვიპტე.

 

დანია არის ალბათ ყველაზე დაბალანსებული გუნდი მსოფლიოში, რომელსაც თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი ვარსკვლავი ჰყავს. კარში – ლანდინი და გრინი, მარცხნივ – ეგერტი და მორტენსენი, მარჯვენა კუთხეში – სვანი და ლინდბერგი, უკანა ხაზში – ჰანსენი, მენსა-ლარსენი, ლაუგე, სპელერბერგი, ქრისტიანსენი, მოლგარდი, სონდერგარდი და სამი ერთიმეორეზე უკეთესი პივოტი – ორი ტოფტი, რენე და ჰენრიკი და ერთი ნოდესბო.

 

გუნდს აქვს ერთადერთი პრობლემა, ბოლო ორ დიდ ტურნირზე უპრობლემოდ გადის ფინალში და იქ საზარლად მარცხდება. 19-35 ესპანეთში, მასპინძლებთან 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და 32-41 უკვე შინ, საფრანგეთთან ევროპის შარშანდელ პირველობაზე (დანიას სულ ორი ტიტული აქვს, 2008 და 2012 ევროპის ჩემპიონია).

 

და მეოთხედფინალში მეორდება წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი: დანია და ესპანეთი, ალბათ მეორე, ყველაზე დაბალანსებული გუნდი ამ ტურნირზე. თამაშების დაწყების დრო და ადგილი ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია რომ იმ არენაზე წავალთ, სადაც ეს მატჩი იქნება. ცნობილი ისაა, რომ ყატარი გერმანიას ლუსაილში მიიღებს.

 

არგენტინამაც ალბათ ამოწურა თავისი მისია ამ ტურნირზე – გავიდა მერვედფინალში და ე.წ. პრეზიდენტის თასზე, მე-17 ადგილისთვის სათამაშოდ გაუშვა რუსეთი, რომელმაც დღეს ჩეხეთთანაც წააგო.

 

სამშაბათს ჩემპიონატზე მხოლოდ დამამშვიდებელი ტურნირის მატჩებია დუჰაილის დარბაზში. გათამაშდება 17-24 ადგილები.

 

მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge

სპეციალურად, ყატარიდან

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

მერვედფინალი. 26 იანვარი.

ლუსაილი. ისლანდია – დანია 25-39

ისლ: გუსტავსონი 14/44 – პეტერსონი 12/7, სიგურდსონი 11/6, სვავარსონი 3/3, ქრისტიანსონი 3/3, ჰალგრიმსონი 5/2, ა. გუნარსონი 2/1, სვეინსონი 3/1, ატლასონი 4/1, გუდიონსონი 5/1, რ. გუნარსონი 1/0, იონსონი 2/0, ბ. გუნარსონი

დან: ლანდინი 14/31-45%, გრინი 6/14 – ლაუგე 7/6, რ. ტოფტი 6/4, ჰანსენი 4/3, ეგერტი 4/3, მენსა 4/3, ლინდბერგი 4/3, ქრისტიანსენი 8/3, ჰ. ტოფტი 1/1, სვანი 2/1, სპელერბერგი 2/1, სონდერგარდი 1/0, ნოდესბო 1/0, მოლგარდი

 

ალ სადი. საფრანგეთი – არგენტინა 33-20

საფ: ომაიერი 13/26-50%, დიუმულენი 1/8 – პორტი 8/6, ჟოლი 5/5, გიგუ 6/4, ფერნანდესი 3/3, სორენდო 3/3, გრები 2/2, აკამბრეი 2/2, მაე 4/2, ლ. კარაბატიჩი 1/1, ნ. კარაბატიჩი 1/1, ნიოკა 1/1, ბარაშეტი 2/1, ანიჩი 2/1, ნარსისი 2/1

არგ: შულცი 5/20, გარსია 3/21 – კაროუ 5/4, ხ. ფერნანდესი 4/3,კანიანი 4/3, პისარო 5/3, კრევატინი 2/2, ს. სიმონეტი 6/2, პ. სიმონეტი 7/2, კერინი 2/1, დ. სიმონეტი 3/0, ვიეირა 4/0, პ. პორტელა, ვიდალი, ა. პორტელა

 

დღესვე: გერმანია – ეგვიპტე 23-16

პოლონეთი – შვედეთი 24-20

გუშინ: ავსტრია – ყატარი 27-29

სლოვენია – მაკედონია 30-28

ესპანეთი – ტუნისი 28-20

ხორვატია – ბრაზილია 26-25

 

მეოთხედფინალი, 28 იანვარი

(ადგილი და დაწყების დრო გამოცხადდება)

ხორვატია – პოლონეთი

სლოვენია – საფრანგეთი

დანია – ესპანეთი

ყატარი – გერმანია

9-16 ადგილები. საბოლოო კლასიფიკაცია. 9. მაკედონია 10. შვედეთი 11. ავსტრია 12. ისლანდია. 13. ეგვიპტე 14. არგენტინა 15. ტუნისი 16. ბრაზილია

ნახევარფინალი , 30 იანვარი

17:30 ხორ/პოლ – ყატ/გერ (1)

20:15 დან /ესპ – სლნ/საფ (1)

ფინალი, 1 თებერვალი

17:30 მატჩი 3 ადგილისთვის (1)

20:15 საჩემპიონო ფინალი (1)

პრეზიდენტის თასი (3)

26 იანვარი, ნახევარფინალი

21-24 ადგილები

ჩილე-ირანი 31-32

ალჟირი-საუდეთი 25-27

17-20 ადგილები

ბელარუსი-ბოსნია 37-29

ჩეხეთი-რუსეთი 32-30

27 იანვარი, ფინალი

14:00. 23-24 ადგ. ჩილე-ალჟირი

16:00. 21-22 ადგ. ირანი-საუდეთი

18:00. 19-20 ადგილები. ბოსნია-რუსეთი

20:00. 17-18 ადგილები ჩეხეთი-ბელარუსი

(1) ლუსაილ არენა – 15 300

(2) ალ სად არენა – 7 700

(3) დუჰაილ არენა – 5 500

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

Leave a Reply