27/01/15 პრეზიდენტის თასი ჩეხეთმა მოიპოვა

 

დოჰაში დღეს სანუგეშო ტურნირი დასრულდა პლეიოფში ვერგასული გუნდებისთვის. პრეზიდენტის თასის ფინალში, ანუ მე-17 ადგილისთვის მატჩში ჩეხეთმა შვიდმეტრიანების სერიის შემდეგ დაამარცხა ბელარუსი – 32-31. ხვალ ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი მეოთხედფინალია.

 

მეოთხედფინალების დრო და ადგილი საბოლოოდ დაზუსტდა. დრო იგივეა და ორივე დარბაზში მატჩების დასაწყისი ერთმანეთს ემთხვევა. ლუსაილში ითამაშებენ ჯერ გერმანია-ყატარი და შემდეგ – დანია-ესპანეთი, ხოლო ალ სადში – ხორვატია-პოლონეთი და საფრანგეთი-სლოვენია. ცხადია, მივდივართ ლუსაილში, რაც იმას ნიშნავს რომ ალ სად არენას უკვე გამოვეთხოვეთ – ბოლოს ყველაფერი ლუსაილშია. დღეს კი ბოლოჯერ ვართ დუჰაილ არენაზე. მშვენიერ დარბაზში, რომელიც ჩემპიონატისთვის აშენდა, 5500 მაყურებელს იტევს  და ტურნირის შემდეგ ყატარის ხელბურთის ფედერაციის საკუთრებაში იქნება. მთავარის გარდა აქ ორი სავარჯიშო დარბაზიცაა.

 

დღე კი დაიწყო იმით, რომ ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის 2022 წლის საფეხბურთო მუნდიალის ორგკომიტეტმა პრეზენტაცია მოაწყო ალ ბიდა თაუერში, მაგრამ ამაზე  ცალკე რეპორტაჟს გაახლებთ, როგორც კი თავისუფალი დრო გამოჩნდება.

მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge

სპეციალურად, ყატარიდან

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი. 15 იანვარი-1 თებერვალი

(1) ლუსაილ არენა – 15 300

(2) ალ სად არენა – 7 700

(3) დუჰაილ არენა – 5 500

27 იანვარი, პრეზიდენტის თასი (3)

23/24 ადგილები. ჩილე-ალჟირი 30-28 (27-27, პენ 3-1)

21/22 ადგილები. ირანი-საუდეთი 26-22

19/20 ადგილები. ბოსნია-რუსეთი 28-42

17/18 ადგილები. ჩეხეთი-ბელარუსი 32-31 (28-28, პენ  4-3)

საბოლოო კლასიფიკაცია

17-24 ადგილები: 17. ჩეხეთი 18. ბელარუსი 19. რუსეთი 20. ბოსნია 21. ირანი 22. საუდეთი 23. ჩილე 24 ალჟირი

9-16 ადგილები (IHF ვერსია): 9. მაკედონია 10. შვედეთი 11. ისლანდია 12. არგენტინა 13. ავსტრია 14. ეგვიპტე  15. ტუნისი 16. ბრაზილია

მეოთხედფინალი, 28 იანვარი

19:30 ყატარი – გერმანია (1)

19:30 ხორვატია – პოლონეთი (2)

22:00 დანია – ესპანეთი (1)

22:00 სლოვენია – საფრანგეთი (2)

ნახევარფინალი , 30 იანვარი

17:30 ხორ/პოლ – ყატ/გერ (1)

20:15 დან /ესპ – სლნ/საფ (1)

ფინალი, 1 თებერვალი

17:30 მატჩი 3 ადგილისთვის (1)

20:15 ფინალი (1)

5-8 ადგილები

30 იანვარი, ნახევარფინალი

დაწყების დრო გამოცხადდება (2)

31 იანვარი, ფინალი

17:30 მატჩი 7 ადგილისთვის (1)

20:15 მატჩი 5 ადგილისთვის (1)

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

Leave a Reply