24/10/15 ფინალში სტუ და ბათუმი ითამაშებენ

საქართველოს თასის ფინალში კვირას ითამაშებენ სტუ და ბათუმი. ნახევარფინალში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 33-20 მოუგო თასის შარშანდელ მფლობელ სამტრედიას, ხოლო ბათუმმა 40-31 დამარცხა ქუთაისი.

უფრო დაძაბული პირველი მატჩი იყო. სტუ-მ ტაიმი 14-13 მოიგო, შესვენების შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა, გადამწყვეტი კი აღმოჩნდა მონაკვეთი, როდესაც მსაჯებმა უდისციპლინობისთვის ზედიზედ სამჯერ გააძევეს სამტრედიელი მოთამაშე. თითქმის 6-წუთიანი მეტობის შემდეგ სტუ 25-20 დაწინაურდა. სამტრედიამ მაინც გაიბრძოლა, 23-25, თუმცა, ძალები აღარ ეყო, თანაც, ტრავმით თამაშობდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, წითელიშვილი.

მეორე მატჩში ბათუმის უკეთ და უფრო გამოცდილი მოთამაშეები დაკომპლექტებულმა გუნდმა უპრობლემოდ მოუგო ქუთაისს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 22-12 იყო, საბოლოოდ კი – 40-31.

ფინალური მატჩი უკვე სპორტის სასახლეში გაიმართება. დასაწყიცი 18 საათზეა, შეხვედრა გადაიცემა მეორე არხის პირდაპირი ეთერით.

ხელბურთი. საქართველოს თასი 2015. 19-25 ოქტომბერი

24 ოქტომბერი. ნახევარფინალი. გლდანი

სტუ-სამტრედია 33-30

სტუ: ტორონჯაძე, სიხარულიძე – ორჯონიკიძე 14, ჭელიძე 5, არსენაშვილი 4, მ. კობახიძე 4, ჯორბენაძე 3, ი. სამიტაშვილი 2, სტურუა 1

სამ: ა. სამიტაშვილი, ხონელიძე – ხაჟომია 9, თევზაძე 9, სიმონია 5, გოგოლძე 3, ვ. ზურაბიანი 2, წითელიშვილი 1, გიორგაძე 1, ღაღანიძე

ბათუმი-ქუთაისი 40-31

ბათ: ანდრიაძე 1, დავითაძე – გ. კობახიძე 8, სურმავა 7, გოგოლაძე 6, უ. მაისურაძე 5, წივწივაძე 5, აბრამიშვილი 5, ქავთარაძე 2, ჭანტურია 1, ქარდავა, ყაველაშვილი, ვინოგრადსკი, დიასამიძე, ვარშანიძე

ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი – კბილაშვილი 15, ჯვერნაძე 9, მერკვილაძე 2, ჩიხლაძე 2, რუსტამოვი 1, გრიშიკაშვილი 1, მათნაძე 1, უ. კობახიძე, ჯუღელი

მსაჯები: ე. არაბული, ა. კომახიძე

25 ოქტომბერი. ფინალი. 18:00, სპორტის სასახლე

სტუ – ბათუმი

Leave a Reply