25/05/14 ახალგაზრდული ნაკრები ფინალში დამარცხდა

ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა ანდორაში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის თასზე. ზედიზედ 4 მოგების შემდეგ ჩვენი გუნდი ფინალში დამარცხდა ფარერის კუნძულების ოცწლამდელთა ნაკრებთან.

 

ანდორაში ევროპული ზონის ტურნირი გაიმართა. გამარჯვებული, ფარერის კუნძულები გავიდა ინტერკონტინენტალურ ფინალში, რომელიც 2015 წელს გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ ევროპის, აზიის, ამერიკის, აფრიკისა და ოკეანიის ზონალური შეჯიბრებების გამარჯვებულები.


ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებისთვის კი შემდეგი ოფიციალური შეჯიბრება იქნება 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელიც 2015 წლის დასაწყისში გაიმართება.


IHF მსოფლიო თასი. ევროპის ზონა. ანდორა, 21-25 მაისი, 2014

A ჯგუფი: ფარერები, ანდორა, აზერბაიჯანი, ირლანდია

B ჯგუფი: მოლდოვა, საქართველო, ბრიტანეთი, ალბანეთი

21 მაისი. საქართველოალბანეთი 45:18

22 მაისი. საქართველობრიტანეთი 34:24

23 მაისი. საქართველო – მოლდოვა 28:23

24 მაისი, ნახევარფინალი. საქართველო – ანდორა 39:20

25 მაისი. ფინალი. საქართველო – ფარერები 25:34

საქართველოს ახალგაზრდული (20 ) ნაკრები

მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (სტუ), ზურაბ ცინცაძე (პეგასი)

მოთამაშეები: ზურაბ სიმონია, შალვა სტურუა, თემურ ორჯონიკიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ლაშა არსენაშვილი (სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი, ამირან აბჟანდაძე, გიგა კოხრეიძე, გიორგი დიხამინჯია (პეგასი), გივი გიორგაძე, ომარ ალანია (იმედი)

მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი; ექიმი: ლევან ლინნიკი

 

Leave a Reply