24/05/14 ფინალი: საქართველო – ფარერები

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 39:20 დაამარცხა ანდორის გუნდი და გავიდა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის თასის ევროპული ზონის ფინალში, სადაც ფარერის კუნძულებს შეხვდება.

ფარერებმა ნახევარფინალში მოლდოვის ნაკრებს მოუგეს. ფინალი კვირას, საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გავა ინტერკონტინენტალურ ფინალში, რომელიც გაიმართება 2015 წელს და სადაც კონტინენტური ტურნირების გამარჯვებულები ითამაშებენ.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო ანდორაში.

IHF მსოფლიო თასი. ევროპის ზონა. ანდორა, 21-25 მაისი, 2014
A ჯგუფი: ფარერები, ანდორა, აზერბაიჯანი, ირლანდია
B
ჯგუფი: მოლდოვა, საქართველო, ბრიტანეთი, ალბანეთი
21
მაისი. საქართველოალბანეთი 45:18
22
მაისი. საქართველობრიტანეთი 34:24
23
მაისი. საქართველო – მოლდოვა 28:23

24 მაისი, ნახევარფინალი. საქართველო – ანდორა 39:20

25 მაისი, 18:00. ფინალი. საქართველო – ფარერები

საქართველოს ნაკრები (20 )

მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (სტუ), ზურაბ ცინცაძე (პეგასი)
მოთამაშეები: ზურაბ სიმონია, შალვა სტურუა, თემურ ორჯონიკიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ლაშა არსენაშვილი (სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი, ამირან აბჟანდაძე, გიგა კოხრეიძე, გიორგი დიხამინჯია (პეგასი), გივი გიორგაძე, ომარ ალანია (იმედი)

მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი; ექიმი: ლევან ლინნიკი

Leave a Reply