EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

23/05/14 ახალგაზრდული ნაკრები ნახევარფინალშია

ანდორაში, IHF მსოფლიო თასზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფური ტურნირი სამი მოგებით დაასრულა. მესამე მატჩში ქართველმა ხელბურთელებმა 28:23 დაამარცხეს მოლდოვა და ნახევარფინალში გავიდნენ.

ჩვენი მეტოქე გაირკვევა ანდორისა და ფარერის კუნძულების ნაკრებთა მატჩში. დამარცხებული A ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და B ჯგუფის გამარჯვებულს, საქართველოს შეხვდება. თამაში შაბათს, ჩვენი დროით 22 საათზე დაიწყება.

ხელბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანმა ანდორიდან ტელეფონით გვაცნობა, რომ საქართველოს ნაკრები თამაშის დაწყებიდან ბოლომდე ლიდერობდა, საკმაოდ დიდი უპირატესობით, თუმცა, მოლდოველებმა რამდენჯერმე 3-4 ბურთამდე შეამცირეს სხვაობა. მანვე გამოჰყო მეკარე ზურაბ ცინცაძისა და შუამარბ თემურ ორჯონიკიძის თამაში.

შეჯიბრების ფინალი 25 მაისსაა. ევროპული ზონის გამარჯვებული გავა ინტერკონტინენტალურ ფინალში, რომელიც გაიმართება 2015 წელს და სადაც კონტინენტური ტურნირების გამარჯვებულები ითამაშებენ.

IHF მსოფლიო თასი. ევროპის ზონა. ანდორა, 21-25 მაისი, 2014
A ჯგუფი: ფარერები, ანდორა, აზერბაიჯანი, ირლანდია
B
ჯგუფი: მოლდოვა, საქართველო, ბრიტანეთი, ალბანეთი
21
მაისი. საქართველოალბანეთი 45:18
22
მაისი. საქართველობრიტანეთი 34:24
23
მაისი საქართველო – მოლდოვა 28:23
24
მაისი, 20:00, 22:00 ნახევარფინალები
25
მაისი, ფინალი

საქართველოს ახალგაზრდული (20 ) ნაკრები
მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (სტუ), ზურაბ ცინცაძე (პეგასი)
მოთამაშეები: ზურაბ სიმონია, შალვა სტურუა, თემურ ორჯონიკიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ლაშა არსენაშვილი (სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი, ამირან აბჟანდაძე, გიგა კოხრეიძე, გიორგი დიხამინჯია (პეგასი), გივი გიორგაძე, ომარ ალანია (იმედი)

მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი

,

Leave a Reply