EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

23/12/15 ბათუმი დასავლეთის ლიდერია

ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური ხელბურთში. დასავლეთი საქართველოს 4 გუნდს შორის სამივე მატჩი მოიგო ბათუმის გუნდმა, რომელმაც ბოლო დღეს დაამარცხა სამტრედია – 32-29.

 

„შავი ზღვის ბიჭებმა“ სეზონი საქართველოს თასის მოპოვებით დაიწყეს და ჩემპიონატის ლიდერობით აგრძელებენ. სამტრედიასთან თამაში პრინციპული იყო, მაგრამ ბათუმელებმა ბევრით, 17-10 მოიგეს პირველი ნახევარი, მეორეში კი სამტრედიამ სხვაობა ერთ ბურთამდეც შეამცირა, მაგრამ ბოლო 5 წუთში ბათუმმა ანგარიში 32-29 გახადა. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების პივოტი, უჩა მაისურაძე – 12 გოლი. მეორე მატჩში ქუთაისმა 44-38 დაამარცხა ფოთის „ოქროს ვერძი“.

24 დეკემბერს ჩემპიონატში უნდა ჩართულიყო 4 თბილისური გუნდიც – ტექნიკური უნივერსიტეტი, პეგასი, ქარიშხალა და იმედი, მაგრამ შეჯიბრება გადაიდო ორთაბათამდე და სარბიელიც შეიცვალა –  ტური სპორტკომპლექს არენაში გაიმართება 28-30 დეკემბერს.

რაც შეეხება თბილისის ახალი სპორტის სასახლეს, ხელბურთის ფედერაციას აქ ჰქონდა განზრახული საქართველოს თასის გათამაშების გამართვაც და ეროვნული ჩემპიონატის ტურისაც, მაგრამ, ორივე შემთხვევაში, უკანსკნელ მომენტში ამას სხვადასხვა მიზეზმა შეუშალა ხელი. ჯერჯერობით ფაქტია, რომ სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის სახელბურთო ტურნირისთვის აგებულ სასახლეში ხელბურთელთა არცერთი მატჩი და არცერთი ვარჯიში არ გამართულა.

საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული ტურნირი ორ წრედ გაიმართება, ოთხი საუკეთესო კი ფინალური ოთხეულის ფორმატით იბრძოლებს ქვეყნის ჩემპიონობისთვის.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, კაცები, 2015-16

ქუთაისის სპორტის სასახლე, 21-23 დეკემბერი

23 დეკემბერი. სამტრედია-ბათუმი 29-32

სამ: სამიტაშვილი, ხონელიძე – სიმონია 12, თევზაძე 9,  გოგოლაძე 4, გიორგაძე 2, ვ. ზურაბიანი 2, ხაჟომია, ღაღანიძე, ჯ. ნიკურაძე, ანტონოვიჩი, ცხვარაძე, გეგია, რ. ზურაბიანი

ბათ: ანდრიაძე, დავითაძე – მაისურაძე 12, გოგალაძე 7, ქარდავა 4, წითელიშვილი 3, წივწივაძე 3, გ. კობახიძე 2, აბრამიშვილი 1, ბერძენიშვილი, სურმავა, ვინოგრადსკი, ჭანტურია, მაისაშვილი,  ვარშანიძე

ქუთაისი-ფოთი 44-38

ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი – კბილაშვილი 15, კვერნაძე 8, გრიშიკაშვილი 7,  რუსტამოვი 6, მათნაძე 5, ჯუღელი 2, ჩიხლაძე 1, მერკვილაძე, უ. კობახიძე, ბ. გიორგაძე, ლომიძე, ძნელაძე

ფოთ: ცერცვაძე – ბიბილეიშვილი 11, გამზარდია 10, მიქაძე 7, ჟვანია 6, ალანია 2, ბაჯალაძე 2, შარტავა, გოგიშვილი, ნემსაია, დაგარგულია, კორსანტია, კუჭავა

მსაჯები: ი. ჭკუასელი, ე. არაბული.

ტექნიკური დელეგატი: ლ. გელაშვილი, დამკვირვებელი: ვ. ბერიაშვილი

ბათუმი 6 ქულა, სამტრედია 4,  ქუთაისი 2, ფოთი 0

28-30 დეკემბერი, თბილისი, სპორტკომპლექსი არენა 1

28 დეკემბერი. 14:00 სტუ – ქარიშხალა, 16:00 პეგასი – იმედი

29 დეკემბერი. 14:00 ქარიშხალა – პეგასი, 16:00 იმედი – სტუ

30 დეკემბერი. 12:00 ქარიშხალა – იმედი, 14:00 სტუ – პეგასი

Leave a Reply