22/12/15 სამტრედიამ ქუთაისი დაამარცხა

საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში, ორი დღის შემდეგ სამტრედია და ბათუმი ლიდერობენ. ქუთაისის სპორტის სასახლეში დღეს „შავი ზღვის ბიჭებმა“ დაამარცხეს ფოთის „ოქროს ვერძი“ – 44-29, ხოლო სამტრედიამ – ქუთაისი, 45-31. ოთხშაბათს ლიდერები ერთმანეთში თამაშობენ.

 

წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა, სამტრედიამ, საქართველოს თასის გათამაშების შემდეგ დაკარგა ლიდერი, ლექსო წითელიშვილი, რომელიც ბათუმში გადავიდა, მაგრამ მისი ადგილი უკანა  შეავსეს გივი გიორგაძემ და ზურაბ სიმონიამ. პირველმა 12, ხოლო მეორემ 11 გოლი გაუტანა წინა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორს, ეს კი გამარჯვებისთვის სრულიად საკმარისი იყო.

ქუთაისის ტური ოთხშაბათს დასრულდება და შემდეგ ჩემპიონატში ჩაერთვება 4 თბილისური გუნდიც – ტექნიკური უნივერსიტეტი, პეგასი, ქარიშხალა და იმედი. რეგულარულ ტურნირში რვავე გუნდი ორ-ორჯერ შეხვდება ერთმანეთს, ოთხი საუკეთესო კი ფინალური ოთხეულის ფორმატით იბრძოლებს ქვეყნის ჩემპიონობისთვის.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, კაცები, 2015-16

ქუთაისის სპორტის სასახლე, 21-23 დეკემბერი

22 დეკემბერი. ბათუმი-ფოთი 44-29

ბათ: ანდრიაძე, დავითაძე – სურმავა 10, აბრამიშვილი 7, მაისურაძე 6, წივწივაძე 6, ვინოგრადსკი 4, წითელიშვილი 3, ბერძენიშვილი 2, გ. კობახიძე 2, ჭანტურია 2, ქარდავა 1, გოგალაძე 1, მაისაშვილი,  ვარშანიძე

ფოთ: ცერცვაძე, ზარგინავა – მიქაძე 6, გამზარდია 5, ალანია 5, ჟვანია 5, ბაჯალაძე 5, შარტავა 2, გოგიშვილი 1, ბიბილეიშვილი, ნემსაია, დაგარგულია, კორსანტია, კუჭავა

სამტრედია-ქუთაისი 45-31

სამ: სამიტაშვილი, ხონელიძე – გიორგაძე 12, სიმონია 11, გოგოლაძე 5, ხაჟომია 5, თევზაძე 5,  ვ. ზურაბიანი 4, ჯ. ნიკურაძე 1, ანტონოვიჩი 1, ცხვარაძე 1, ღაღანიძე, გეგია, რ. ზურაბიანი

ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი – კბილაშვილი 12, კვერნაძე 8, რუსტამოვი 4, ჯუღელი 3, მერკვილაძე 1, ჩიხლაძე 1, მათნაძე 1, უ. კობახიძე 1, გრიშიკაშვილი,  ბ. გიორგაძე, ლომიძე, ძნელაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი, ე. არაბული.

ტექნიკური დელეგატი: ლ. გელაშვილი, დამკვირვებელი: ვ. ბერიაშვილი

სამტრედია 4 ქულა,  ბათუმი 4, ქუთაისი 0, ფოთი 0

23 დეკემბერი. 15:00 სამტრედია-ბათუმი, 16:30 ქუთაისი-ფოთი

24-26 დეკემბერი, თბილისი, ახალი სახელბურთო არენა – სტუ, პეგასი, ქარიშხალა, იმედი

 

Leave a Reply