19/01/14 დანიამ ესპანეთს რევანში აუღო

ევროპის ჩემპიონატზე უაღრესად პრინციპული მატჩი გაიმართა. ევროპის ჩემპიონმა და ტურნირის მასპინძელმა დანიამ რევანში აუღო ესპანეთს 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განცდილი საზარელი მარცხისთვის – 19:35. 19 იანვარს ასეთივე პრინციპული მატჩია მეორე ჯგუფის ლიდერებს, საფრანგეთსა და ხორვატიას შორის.

პირველი ტაიმი თანაბარი იყო და 2 ბურთზე მეტით წინ არავინ გასულა. თომას მოგენსენმა ტაიმის ბოლო წამზე დანია ორი ბურთით გაიყვანა წინ – 16:14. ესპანეთისთვის კრიტიკული აღმოჩნდა 38 წუთი, როდესაც ანგარიში 20:18 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. აქ, ფრიად საეჭვო ვითარებაში, შვიდმეტრიანითა და ორწუთიანით დასაჯეს ხორხე მაკედა. ეს მონაკვეთი დანიამ 2-0 მოიგო და ამის შემდეგ მეტოქე სამბურთიან სხვაობაზე ახლოს აღარ მიუშვია, მაქსიმუმი, 6 ბურთი კი დაფიქსირდა 55 წუთზე, როცა ანგარიში 28:22 გახდა.

ესპანელთაგან ყველაზე მეტი, 5 გოლი გაიტანა შუამარბმა ანტონიო გარსიამ, ხოლო დანიაში საუკეთესოები იყვნენ უკანახაზელები მიქელ ჰანსენი (ფოტოზე. 6 გოლი, 5 პასი) და კასპერ სონდერგარდი (5 გოლი, 7 პასი).

დანიამ პრაქტიკულად გაინაღდა ნახევარფინალში გასვლა, თუმცა, საქმე ურიგოდ არც ესპანეთს აქვთ. მსოფლიო ჩემპიონებმა დარჩენილ ორ თამაშში თავიანთზე აშკარად სუსტ გუნდებს, ავსტრიასა და მაკედონიას უნდა მოუგონ და თავი ქუდში ექნებათ. დანიას უფრო სერიოზული მეტოქეები დარჩა – უნგრეთი და ისლანდია.

დანარჩენ ორ მატჩში დიდი ბრძოლა არ ყოფილა. უნგრეთი უკვე ტაიმის შემდეგ უკვე 16:9 უგებდა მაკედონიას (საბოლოოდ 31:25), ხოლო ისლანდიამ თავიდანვე გატეხა ავსტრია – 17:9 შესვენებაზე და 33:27 საბოლოოდ.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში

მეორე ჯგუფური ეტაპი. 1 ჯგუფი.

18 იანვარი

მაკედონია – უნგრეთი 25:31

ავსტრია – ისლანდია 27:33

დანია – ესპანეთი 31:28

დანია 6 ქულა, ესპანეთი 4 / ისლანდია 3, უნგრეთი 3, მაკედონია 2, ავსტრია 0

20 იანვარი

19:00 მაკედონია – ისლანდია

21:15 ავსტრია – ესპანეთი

23:30 დანია – უნგრეთი

22 იანვარი

19:00 მაკედონია – ესპანეთი

21:15 ავსტრია – უნგრეთი

23:30 დანია – ისლანდია

2 ჯგუფი. 19, 21, 22 იანვარი

ხორვატია 4, საფრანგეთი 4 / შვედეთი 2, პოლონეთი 2, რუსეთი 0, ბელარუსი 0

19 იანვარი

18:45 პოლონეთი – ბელარუსი

21:00 რუსეთი – შვედეთი

23:15 საფრანგეთი – ხორვატია

21 იანვარი

18:45 რუსეთი – ხორვატია

21:00 საფრანგეთი – ბელარუსი

23:15 პოლონეთი – შვედეთი

22 იანვარი

18:45 რუსეთი – ბელარუსი

21:00 საფრანგეთი – შვედეთი

23:15 პოლონეთი – ხორვატია

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი.

ნახევარფინალი 24 იანვარს, ფინალი 26 იანვარს

Leave a Reply