18/11/13 მეორე ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა
ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა პირველი ჯგუფური ეტაპი. ბოლო ორი საგზური მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა და გერმანიის ტიურინგერმა მოიპოვეს.
ბუდუჩნოსტმა შინ დაამარცხა უშუალო მეტოქე, ფერენცვაროში, ხოლო ტიურინგერმა ზედიზედ 4 წაგების შემდეგ შინ მოუგო ჰიპო ნიდეროსტერრაიხს და ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა ავსტრიელებსა და რუმინულ ბაია მარეს.
ახლა 8 გუნდი ორ ჯგუფად დაიყოფა და ორ წრედ ითამაშებს. ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გავა.
კაცებმა კი ჯერ მხოლოდ პირველი წრე დაასრულეს. ბარსელონამ მინსკში, 15 000 მაყურებლის თვალწინ მოუგო დინამოს, ხოლო ბელარუსმა სიარჰეი რუტენკამ 8 გოლი გაუტანა თანამემამულეებს. ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიდის ლიგის წლევანდელი გამარჯვებული, ჰამბურგი.
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.
5 ტური. 14-17 ნოემბერი
A ჯგუფი
რეინ–ნეკარი (გერ) – ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) 34:26
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – სტ. პეტერბურგი (რუს) 29:24
ცელიე ლაშკო (სლნ) – ვესპრემი (უნგ) 26:31
ვესპრემი 10 ქულა, რეინ–ნეკარი 7, ზაპოროჟიე 5, ცელიე 4 / ზაგრები 4. სტ. პეტერბურგი 0
B ჯგუფი
პორტუ (პორ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 20:24
კოლდინგი (დან) – ტარგი კილცე (პოლ) 29:23
დიუნკერკი (საფ) – კილი (გერ) 21:29
კილცე, კილი, კოლდინგი 8, ვისლა 4 / პორტუ 2, დიუნკერკი 0
C ჯგუფი
დინამო მინსკი (ბლრ) – ბარსელონა (ესპ) 25:35
მეტალურგ სკოპიე (მკდ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 22:27
ვაკერ თიუნი (შვც) – პსჟ (საფ) 28:34
ბარსელონა 9, ვარდარი, მეტალურგი 6, პსჟ 5 / დინამო 4, თიუნი 0
D ჯგუფი
ჰამბურგი (გერ) – ფლენზბურგი (გერ) 32:27
ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) – გორენიე ველენიე (სლნ) 34:31
დროტ ჰალმსტადი (შვდ) – ოლბორგი (დან) 26:35
ჰამბურგი 10, ფლენზბურგი 7, ოლბორგი 6, ლოგრონიო 4 / გორენიე 2, ჰალმსტადი 1
მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი
––––––––––––––––
ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი.
6 ტური. 16-17 ნოემბერი
A ჯგუფი
დიორი ეტო (უნგ) – ბაია მარე (რუმ) 28:26
ტიურინგერი (გერ) – ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) 35:25
დიორი 12, ტიურინგერი 4 (-6) / ჰიპო 4 (-21), ბაია მარე 4 (-22)
B ჯგუფი
მიდტიულანდი (დან) – ლიუბლინი (პოლ) 37:26
ბუდუჩნოსტი (მნტ) – ფერენცვაროში (უნგ) 29:21
მიდტიულანდი 10, ბუდუჩნოსტი 8 / ფერენცვაროში 6, ლიუბლინი 0
C ჯგუფი
კრიმ მერკატორი (სლნ) – ლაიპციგი (გერ) 32:20
მეცი (საფ) – სევეჰოფი (შვდ) 30:20
კრიმი 9, სევეჰოფი 7 / მეცი 6, ლაიპციგი 2
D ჯგუფი
ლარვიკი (ნორ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 29:31
ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) – პოდრავკა (ხორ) 28:19
ვარდარი 11, ლარვიკი 9 / პოდრავკა 2, ბალონმანო 2
მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა 2–2 გუნდი