18/07/14 წილისყრა საქართველოს ნაკრებისა და სამტრედიისთვის

22 ივლისს ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში გაიმართება 2014-15 წლების ევროტურნირებისა და ევროპის 2018 ჩემპიონატის შესარჩევი ტურინირის წილისყრის პროცედურა.

რანგით მესამე ევროტურნირზე, ჩელენჯ კაპზე მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, სახელბურთო კლუბი სამტრედია, ხოლოეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ტურნირს წლეულს, შემოდგომაზე დაიწყებს.

2018 წლის ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია სამ ეტაპად გაიმართება, პირველ სტადიაზე მონაწილეობს 9 ქვეყანა. უკვე ცნობილია განთესვის შედეგები:

ევრო 2018. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. განთესვა:

პირველი კალათა: საბერძნეთი, ესტონეთი, რუმინეთი

მეორე კალათა: იტალია, ბელგია, ლუქსემბურგი

მესამე კალათა: კვიპროსი, საქართველო, კოსოვო

თამაშები გაიმართება ორ წრედ. სათამაშო პერიოდებია: 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, 2015 წლის აპრილ-მაისი და 2015 წლის ივნისი. სამი ჯგუფის თითო გამარჯვებული გავა მეორე ეტაპზე, პლეიოფში, სადაც დაუწყვილდება და შინ/სტურად პრინციპით ეთამაშება 2016 წლის ევრიპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდიში უარესი მაჩვენებლების მქონე სამ ქვეყანას. პლეიოფი გაიმართება 2016 წლის აპრილში, მისი სამი გამარჯვებული კი მოხვდება მთავარ შესარჩევ რაუნდში, რომელიც 2016-17 წლებშია დაგეგმილი.

2014-15 წლების ჩელენჯ კაპზე 31 კლუბი მონაწილეობს. შეჯიბრება თავიდან ბოლომდე პლეიოფის სისტემით გაიმართება. ერთი გუნდი, პორტუგალიის ლიბერტი უმინიო პირდაპირ მერვედფინალშია დაშვებული, დანარჩენი 30 კი დაწყვილდება და პირველ რაუნდს გამართავს 2014 წლის ნოემბერში. მონაწილეების ვინაობა უკვე ცნობილია, მათ შორისაა 2014 წლის ფინალისტი, სერბეთის მეტალოპლასტიკა. ჩელენჯ კაპზე ითამაშებს ვლადიმერ რუსიასა და შოთა თევზაძის რუმინული კლუბი, ოდორჰეიც.

ჩელენჯ კაპი 2014-15. კაცები. მონაწილეები:

საქართველო – სამტრედია; პორტუგალია – ლიბერტი უმინიო, ბენფიკა; ბელგია – ვიზე; ბულგარეთი – დობრუჯა; ჩეხეთი – დუკლა პრაჰა; ესტონეთი – პოლვა სერვიტი; ფინეთი – კასიპალოსეურა; ბრიტანეთი – კემბრიჯი, რუისლიპ იგლზი, სელფორდი; საბერძნეთი – დუკასი, პოსეიდონ ლუტრაკიუ, კილკისი; ისრაელი – ჰოლონი, რამატ ჰაშრონი; იტალია – ტერაკვილია კარპი; კოსოვო – პრიშტინა; ლუქსემბურგი – დუდელანჟი, რედ ბოიზ დიფერდანჟი; მაკედონია – პელისტერი; მონტენეგრო – ბოკა; რუმინეთი: ოდორჰეი; ნორვეგია – ფილინგენ ბერგენი, სტორდი; პოლონეთი – აზოტი-პულავი; სერბეთი – რადნიჩკი, მეტალოპლასტიკა შაბაცი; თურქეთი – ანკარა, ანკარასფორი: უკრაინა – ზტრ ზაპოროჟიე

Leave a Reply