07/07/14 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები ცნობილია

გაიმართა სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის წილისყრა ახალი, 2014-15 სეზონისთვის.

კაცთა შეჯიბრებაში პირდაპირ ჯგუფურ ტურნირზე დაშვებულია 21 გუნდი, 3 მონაწილე კი საკვალიფიკაციო შეჯიბრების შემდეგ შეირჩევა. 3-3 კლუბით გამოვლენ გერმანია და საფრანგეთი. ერთ ჯგუფში მოხვდნენ თასის მფლობელი ფლენზბურგი და ბარსელონა, რომელიც გერმანელებმა ნახევარფინალში, შვიდმეტრიანების სერიით დაამარცხეს.

კვალიფიკაცია გაიმართება 6-7 სექტემბერს, ჯგუფური ტურნირის პირველი ტური კი 24-28 სექტემბერსაა. შობამდე გაიმართება 8 ტური, დანარჩენი ორი კი – 2015 წელს. ჯგუფების 4-4 გამარჯვებული გავა პლეიოფში, საბოლოოდ კი ჩემპიონი მაისის ბოლოს, ოთხთა ფინალის შემდეგ გამოვლინდება.

ქალთა კვალიფიკაციაც სექტემბერშია, ოქტომბერ-ნოემბერში კი პირველი ჯგუფური ეტაპი გაიმართება. აქ ფორმატი შეიცვალა – მეორე ჯგუფურ ეტაპზე 4 ჯგუფის 3-3 უკეთესი გუნდი გადის და ერთმანეთში დაგროვილ ქულებსაც გაიყოლებს. 2015 წელს 12 საუკეთესო გუნდი 2 ჯგუფად დაიყოფა და გამოავლენს მეოთხედფინალის 8 მონაწილეს. ბოლო სტადია აქაც ოთხთა ფინალია.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15. ჯგუფური ეტაპი

კაცები

A: კილი (გერ), მეტალურგ სკოპიე (მკდ), ზაგრები (ხორ), ლა რიოხა (ესპ), პსჟ (საფ), კვალიფიკაცია 1

B: ბარსელონა (ესპ), კოლდინგი (დან), ალინგსასი (შვდ), ვისლა პლოცკი (პოლ), ფლენზბურგი (გერ), კვალიფიკაცია 2

C: ვესპრემი (უნგ), ცელიე ლაშკო (სლნ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ), ვარდარ სკოპიე (მკდ), მონპელიე (საფ)

D: ტარგი კელცე (პოლ), დიუნკერკი (საფ), შაფჰაუზენი (შვც), პიკ სეგედი (უნგ), ოლბორგი (დან), კვალიფიკაცია 3

კვალიფიკაცია 1: მეშკოვ ბრესტი (ბლრ)-ტარგოს ბევო (ჰოლ), ვოივოდინა (სრბ)-ტატრან პრეშოვი (სლკ)

კვალიფიკაცია 2: მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)-ფაზანო (იტა), პორტუ (პორ)- ალფა ჰარდი (ავს)

კვალიფიკაცია 3: კონსტანცა (რუმ)-ინიცია ასელი (ბლგ), ჰასლუმი (ნორ)-ბეშიქთაში (თურ)

ქალები

A: კრიმი (სლნ), დინამო ვოლგოგრადი (რუს), ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს), კვალიფიკაცია 1

B: ბუდუჩნოსტი (მნტ), ტიურინგერი (გერ), ვარდარ სკოპიე (მკდ), კვალიფიკაცია 2

C: დიორი ეტო (უნგ), ვიბორგი (დან), ლოკომოტივა ზაგრები (ხორ), სევეჰოფი (შვდ)

D: ლარვიკი (ნორ), ბაია მარე (რუმ), მეცი (საფ), ლუბლინი (პოლ)

კვალიფიკაცია 1: კარგო ჰუნგარია (უნგ)-დალფსენი (ჰოლ), ლაიფციგი (გერ)- ბნტუ მინსკი (ბლრ)

კვალიფიკაცია 2: მიდტიულანდი (დან), რადნიჩკი კრაგუევაცი (სრბ), ბიასენი (ნორ)-პოდრავკა კოპრივნიცა (ხორ)

Leave a Reply