18/05/14 მეორე უნგრული კლუბის ტრიუმფი
ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასი მოიპოვა უნგრეთის პიკ სეგედმა, ვინც ბერლინში, ფინალში დაამარცხა საფრანგეთის მონპელიე – 29:28.
სეგედისთვის ეს პირველი მოგებული ევროთასია, ხოლო ამ სეზონში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე დიორი ეტოს გამარჯვების შემდეგ – უნგრული კლუბის მეორე ჯილდო.
მონპელიეს, სადაც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ორი გამარჯვებული, მეკარე ტიერი ომაიერი და მიშელ გიგუ თამაშობდა, ჰქონდა შანსი, 2003 წელს მოგებული ჩემპიონთა თსისთვის მეორე ევროტირული დაემატებინა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ომაიერი სეზონის შემდეგ მონპელიეს ემშვიდობება და პარი სენ ჟერმენში გადადის. ფრანგულ კლუბს ვერ უშველა ვერც EHF თასის წლევანდელი გათამაშების ბომბარდირის, სლოვენიელი დრაგან გაიჩის ათმა გოლმა. უნგრულ კლუბში ყველაზე შედეგიანი იყო ფერენც ილიეში 7 გოლით.
მომავალ უქმეებზე კიოლნში ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი გაიმართება,
EHF თასი. კაცები. ბერლინი
18 მაისი, ფინალი
სეგედი (უნგ) – მონპელიე (საფ) 29:28
მესამე ადგილისთვის
ფუხსე ბერლინი (გერ) – კონსტანცა (რუმ) 29:28