18/05/14 ბაკეუმ მეორე ადგილი გაინაღდა
რუმინეთის ჩემპიონატში შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბმა ვერცხლის მედლები გაინაღდა. შტიინცა ბაკეუმ მეორე მატჩიც მოუგო პოტაისა ტურდას – სტუმრად, 29:28, ხოლო ვლადიმერ რუსიამ 5 გოლი გაიტანა.
ტურდა ფინალური სამეულის ტურნირში მესამე ადგილზე დარჩა, ხოლო ჩემპიონის ვინაობა ბაკეუ – კონსტანცას მატჩში გაირკვევა 25 მაისს. ამ გუნდების პირველი თამაში კონსტანცამ 27:18 მოიგო და 2 თამაშიდან 6 ქულით ლიდერობს. ბაკეუ 3 თამაშიდან 6 ქულით მეორეა. 21 მაისს კონსტანცა ტურდას ეთამაშება.
ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა 7-9 ადგილებისთვის თამაშობს და ზედიზედ მესამე მოგების შემდეგ მეშვიდე ადგილი გაინაღდა. ტიმიშოარამ 26:24 მოუგო ბუქარესტის დინამოს, რაშიც ჩიქოვანმა ხუთგოლიანი წვლილი შეიტანა.
მაკედონიის ჩემპიონატის ნახევარფინალში ზომიმაკ სტრუმიცა 25:31 დამარცხდა ჩემპიონატის ლიდერ სკოპიეს მეტალურგთან. რევაზ ჭანტურიას ანგარიშზე 11 გოლია – ის და სკოპიელი რენატო ვუგრინეცი საუკეთესოები იყვნენ მოედანზე.
სამაგიეროდ, სტრუმიცამ მაკედონიის ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის ტურნირზე მეტალურგის ახალგაზრდულ გუნდს მოუგო – 34:28 და ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მესამე ადგილი დაიბრუნა. ჭანტურიამ აქაც გაიტანა 5 გოლი. სტრუმიცა 2 ქულით უსწერბს პელისტერს. ჩემპიონობისთვის მეტალურგი და ვარდარი იბრძვიან.
ფოტო: რუსია (მარჯვნივ) ტურდასთნ მატჩში