EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

19/05/14 ცერცვაძის ტურნირი ცერცვაძემ დახურა

ჯემალ ცერცვაძის პირველი საერთაშორისო ტურნირი საზეიმოდ დასრულდა – გლდანის ხელბურთის სკოლას, რომელიც გასული საუკუნეში ცერცვაძის თაოსნობით აშენდა, დიდი ქართველი ხელბურთელის სახელი დაუბრუნდა. შენობის მეპატრონის, დილარ ხაბულიანის ინიციატივით, შესასვლელში გამოიკრა აბრა – ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის ოლიმპიური მზადების აკადემია. დარბაზი ამ ტურნირისთვის საფუძვლიანად შეკეთდა და მომავალშიც ხელბურთელთა განკარგულებაში იქნება.

ჯემალ ცერცვაძემ თავად დააჯილდოვა ტურნირის გამარჯვებულები – პოლონეთის გოგონათა და საქართველოს ბიჭების ნაკრები გუნდები.

პოზიციების მიხედვით დასახელდნენ ტურნირის საუკეთესო ხელბურთელები. გოგონებში: მეკარე მადინა მუსაევა (აზე), მოთამაშეები: ნატალია ნოსეკი, მონიკა როგუსკა (პოლ), ანა ყველაშვილი, თამარ ჩოგოვაძე, თათია გადელია (საქ 1), თამთა თეთრაშვილი (საქ 2).

ბიჭები: სანდრო ხანდოლიშვილი, ზაალ ზაალიშვილი ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი (საქ 1), გიორგი ტიელიძე, თამაზ კორაშვილი (საქ 2), რამაზან მურადოვი (აზე). უპრიზოდ არ დარჩენილან არც სომეხი ხელბურთელები. მართალია, მათი ორივე გუნდი ბოლო ადგილზე დარჩა, მაგრამ ტურნირის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეების პრიზები მიიღეს შუშანიკ ესაიანმა და გოქორ სიმონიანმა.

ბიჭებში საქართველოს ნაკრებმა ვადამდე გაინაღდა პირველობა, ხოლო გოგონათა ფინალში პოლონეთმა დაამარცხა აზერბაიჯანი – 25:11 – გაცილებით უფრო იოლად, ვიდრე ჯგუფურ ტურნირზე.

ჯემალ ცერცვაძის თასი ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად გაიმართება.

ჯემალ ცერცვაძის თასი

(ბიჭები და გოგონები, 16 წლამდე)

19 მაისი, გლდანი

ბიჭები

საქართველო 1 – აზერბაიჯანი 31:15

საქ1: ხანდოლიშვილი, მამულაშვილი – გოგავა 6, გაწერელია 5, ბულბულაშვილი 4, არსენაშვილი 3, კბილაშვილი 3, რუსტამოვი 3, იობაშვილი 3, მიქაძე 2, ზაალიშვილი 1, მერკვილაძე 1, ბიბილეიშვილი, ფერაძე

აზე: მამადზადა, მურსალოვი – სარიფლი 7, ისმაილოვი 2, მამადოვი 2, ტალიშინსკი 2, აფსალოვი 1, ვალიევი 1, ყურბანოვი, გრეჩკინი, იბრაჰიმლი, ნაჯაფოვი, მურადოვი, ბაბაევი

საქართველო 2 – სომხეთი 16:11

საქ2: ვათიაშვილი, ხარაიშვილი – დანელიშვილი 4, ზარნაძე 3, დოლმაზაშვილი 2, ბაინაზიშვილი 2, მიქავა 2, ჰუსეინოვი 1, მამულაშვილი 1, მჭედლიშვილი 1, კორაშვილი, ბაზანოვი, ტიელიძე, ტარუაშვილი, ბაჯალაძე, მაისურაძე

სომ: აპრესიანი, სარგსიანი – ასლოიანი 3, სიმონიანი 2, მარტიროსიანი 2, ავაქიანი 1, გევორქიანი 1, კროიანი 1, ე. გრიგორიანი 1, ოჰანიანი, ბაზიკიანი, ს. გრიგორიანი, შერმაზანიანი

აზერბაიჯანი – სომხეთი 23:14

აზე (გოლები): ვალიევი 11, სარიფლი 7, მურადოვი 2, მამადოვი 2, იბრაჰიმლი 1, აფსალოვი 1

სომ: კროიანი 5, ე. გრიგორიანი 3, სიმონიანი 2, გევორქიანი 2, ავაქიანი 1, გევორქიანი 1

საქართველო-1 12 ქულა, საქართველო-2 8, აზერბაიჯანი 4, სომხეთი 0

გოგონები

მესამე ადგილისთვის

საქართველო 1- საქართველო 2 24:14

საქ 1: ჯავახია, ჩაჩუა – ყველაშვილი 6, გადელია 3, ჩოგოვაძე 3, ნარიმანიძე 3, ხურცილავა 3, ჩოხელი 2, ჯაღათაშვილი 2, ღვალაძე 1, ქიტესაშვილი 1, მიხელიძე, გაბისონია

საქ2: ყაველაშვილი, გუბელაძე – თეთრაშვილი 6, კუნელაშვილი 3, ყუფუნია 1, გიორგაძე 1, ფარცვანია 1, მორჩაძე 1, ს. იორდანიშვილი 1, ჭითანავა, ორჯონიკიძე, შოშიტაშვილი, თ. იორდანიშვილი

ფინალი

პოლონეთი – აზერბაიჯანი 25:11

პოლ: კამინსკა, კლოსი – ბლაშკოვსკა 5, ვეცკოვსკა 4, პლომინსკა 4, ნოსეკი 3, შინკლარუკი 2, პეკელა 2. სვერჩეკი 2, კოვალჩუკი 1, როგუსკა 1, გრანიცკა 1, ურბანსკა, გედლეკი

აზე: მ. მუსაევა, სალამოვა, მახანკოვა – ბაგიროვა 3, კალმიკოვა 3, ალიევა 2, ფოლადოვა 2, გულიევა 1, ნაგიევა, პეტრუშვა, ს. მუსაევა, ტაგიზადა, სმაგინა, რასულოვა

1. პოლონეთი 2. აზერბაიჯანი 3. საქართველო-1 4. საქართველო-2, 5. სომხეთი

მსაჯები: ელენე არაბული-ინა ჭკუასელი, გია წივწივაძე-გიორგი სამყურაშვილი

სამდივნო: მარი ხაჭაპურიძე, ჯიმშერ დვალიშვილი, ვახტანგ ბერიაშვილი

Leave a Reply