16/11/13 საქართველო – სომხეთი 39:11

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა (1996-97) ამხანაგურ მატჩში სომეხი თანატოლები დაამარცხა – 39:11.

სომხებმა წინადღით ჩვენს 2 წლით უმცროსთა გუნდთან, ოლიმპიურ ნაკრებთანაც წააგეს თითქმის იმავე სხვაობით (11:36), ხოლო ხვალ, 11:00, არენას მეორე დარბაზში დასკვნითი მატჩი აქვთ – მათი მეტოქე ისევ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები იქნება, ოღონდ ამ გუნდს რამდენიმე ხელბურთელი დაემატება 1998-99 წლებში დაბადებულთაგან.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები 28-30 ნოემბერს საპასუხო ვიზიტით ეწვევა სომხეთს, სადაც საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ამ ორი ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით, 2014 წლის იანვარში კი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირია ხორვატიაში. ჯგუფი ასეთია: ხორვატია, მაკედონია, ჰოლანდია, საქართველო.

საერთაშორისო მატჩი

საქართველო (17წ) – სომხეთი (17წ) 39:11

16 ნოემბერი, არენა 2

საქართველო: ცინცაძე, ხიდეშელი, ნარსია – ორჯონიკიძე 12, გოგოლაძე 6, ა. ცხვარაშვილი 5, დემეტრაშვილი 5, დიხამინჯია 4, ბაძაღუა 3, ლ. არსენაშვილი 3, კოხრეიძე 1, აბჟანდაძე, ლ. ცხვარაშვილი (მწვრთნელი ტიტე კალანდაძე)

მსაჯი: გაგა სამყურაშვილი

Leave a Reply