16/11/13 კვირას მთავარი მატჩია: ფოთი – მამული
საქართველოს გოგონების ჩემპიონატზე ფოთის გუნდი დაწინაურდა და ხვალ, პირველი წრის ბოლო მატჩში უახლოეს მდევარს, თბილისის მამულს ეთამაშება. მატჩი 12 საათზე დაიწყება გლდანის დარბაზში.
ამ ტურნირში დასავლეთ საქართველოს მხოლოდ 2 გუნდი წარმოადგენს, აღმოსავლეთს ხუთი, ამიტომაც საერთო ტურზე დასავლელებს 5 მატჩის გამართვა უწევთ. ფოთმა დღეს პირველ თამაშში დაამარცხდა ყვარელი, რომელსაც აქამდე მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა დაკარგული. ყვარელი მხოლოდ ორჯერ, თამაშის დასაწყისში დაწინაურდა, შემდეგ კი ფოთელების უპირატესობა გამოიკვეთა. მათ 22:15 მოიგეს, დღესვე დამარცხეს იმედი და 10 ქულით ლიდერობენ.
ხვალ კი მთავარი მატჩია, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება.
გოგონები, 1998-99 . გლდანი, 15-16 ნოემბერი.
წყალტუბო – მამული 6:36, ფოთი – პეგასი 24:18, იმედი – წყალტუბო 7:15, ქარიშხალა – ფოთი 5:23
ქარიშხალა – წყალტუბო 12:20, წყალტუბო – პეგასი 3:23, იმედი – ფოთი 0:14
ფოთი – ყვარელი 22:15
ფოთი: ჯავახია – ჭითანავა 8, ხურცილავა 7, გადელია 3, ყუფუნია 3, სიხარულიძე 2, ფარცვანია, კუბლაშვილი, სარი, შინკარენკო, ბერაია, ჯგერენაია, სურგულაძე, ტყებუჩავა
ყვარელი: გუბელაძე – ქიტესაშვილი 7, კუნელაშვილი 4, ს. იორდანაშვილი 4, ფუღიაშვილი, თეთრაშვილი, მიხელაძე, კუპატაძე, სეფაშვილი, მჭედლიშვილი, ნოვიკი, ეფემიაშვილი
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
მდგომარეობა: ფოთი – 10 ქულა (5 თამაშიდან), მამული – 9 (5), ყვარელი – 7 (5), პეგასი – 6 (6), წყალტუბო – 4 (5), იმედი – 2 (6), ქარიშხალა – 0 (6).
ხვალ – 11:00 ყვარელი – წყალტუბო, 12:00 ფოთი – მამული