17/11/13 მამულმა მოიგო და წინ გავიდა

კვირადღის მთავარი სახელბურთო მატჩი გამართა გლდანში, სადაც გოგონათა ჩემპიონატის ორი ლიდერი შეხვდა ერთმანეთს. მამულმა ძალიან საინტერესო თამაშში 29:27 დაამარცხა ფოთი, 1 ქულით გაასწრო და პირველი წრის შემდეგ ლიდერია.

ფოთელები მატჩის დასაწყისში 2 ბურთით დაწინაურდნენ, მაგრამ მამულმა ტაიმი 13:12 მოიგო და მეორე ტაიმის უმეტესი დრო ლიდერობდა. თბილისელთა შორის გამოირჩეოდა სოფო ნარიმანიძე, ვინც 10 გოლი გაიტანა. კიდევ უფრო მეტი, 16 გოლი შეაგდო ფოთელთა ლიდერმა თამთა გადელიამ, რისი წყალობითაც ფოთმა თამაშის მიწურულს ანგარიში გააათანაბრა – 26:26, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო.

მაია კარბუნარი, გოგონათა ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – კარგი თამაში გამოვიდა. მამულის შვიდეული მთლიანად ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული და მათი მოგება მოსალოდნელი იყო, მაგრამ ფოთელებმაც ძალიან ყოჩაღად ითამაშეს. მთლიანობაში, პირველი წრის შემდეგ პროგრესი აშკარაა. მოუმატა წყალტუბოს გუნდმა, მომეწონა ყვარელიც, საიდანაც 3 გოგონას მომავალში ნაკრებშიც მოვიწვევთ. 3 მოთამაშე ფოთიდან იქნება, დანარჩენი – მამულიდან და პეგასიდან. ნოემბრის ბოლოს უკრაინაში მივემგზავრებით ტურნირზე.

ბოლო დღეს ყვარლის გუნდმა დაამარცხა წყალტუბო – 28:22. გლდანში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. საქართველოში სტუმრად მყოფი სომხეთის 17-წლამდელთა ნაკრები ჩვენს ნაკრებებთან დიდი სხვაობით დამარცხებების შემდეგ (11:36, 11:39) დღეს სახელბურთო კლუბ მამულის თხუთმეტწლამდელებს შეხვდა და მატჩი ფრედ, 27:27 დაასრულა. საქართველოს ორმა ნაკრებმა კი (1996-97 და 1998-99) ერთმანეთში ითამაშა სპარინგ- მატჩი, რომელიც უფროსებმა მოიგეს. ჩვენს ჭაბუკთა ნაკრებს ნოემბრის ბოლოს ერევანში უწევს ტურნირი, იანვარში კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯბრებაში ჩაებმება.

დღესვე თელავში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის ტური უმცროს ასაკში (2000-01). აღმოსავლეთის ჯგუფში ორი წრის შემდეგ გორის გუნდი ლიდერობს.

საქართველოს ჩემპიონატი გოგონები, 1998-99 . გლდანი, 15-17 ნოემბერი.

წყალტუბო – მამული 6:36, ფოთი – პეგასი 24:18, იმედი – წყალტუბო 7:15, ქარიშხალა – ფოთი 5:23 , ქარიშხალა – წყალტუბო 12:20, წყალტუბო – პეგასი 3:23, იმედი – ფოთი 0:14, ფოთი – ყვარელი 22:15, წყალტუბო – ყვარელი 12:28

მამული – ფოთი 29:27

მამული: მაზმიშვილი – ნარიმანიძე 10, გაბისონია 6, ჯაღათაშვილი 5, ღვალაძე 4, გიორგაძე 2, ყველაშვილი 2

ფოთი: ჯავახია – გადელია 16, სიხარულიძე 5, ხურცილავა 2, ყუფუნია 2, ფარცვანია 1, ჭითანავა 1

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

პირველი წრის შემდეგ: მამული – 11 ქულა, ფოთი – 10, ყვარელი – 9, პეგასი – 6, წყალტუბო – 4, იმედი – 2, ქარიშხალა – 0.

ბიჭები. 2000-01

აღმოსავლეთი. მეორე წრე. 16-17 ნოემბერი. თელავი. თელავი – გორი 16:29, რუსთავი – თელავი 17:18, რუსთავი – გორი 6:14. ყვარელი არ გამოცხადდა. მდგომარეობა: გორი 12 ქულა, თელავი 6, ყვარელი 4, რუსთავი 2

დასავლეთი, მდგომარეობა: ქუთაისი 16 ქულა, ფოთი 7, ზუგდიდი 6, სამტრედია 5, ბათუმი 4

აღმოსავლეთისა და დასავლეთის 2-2 საუკეთესო გუნდი სამწრიანი ტურნირის შემდეგ გავა ფინალურ ეტაპზე, სადაც მათ დაემატება თბილისის 2 გუნდი – ქარიშხალა და პეგასი

Leave a Reply