16/01/16 ჩემპიონატი სერიოზული ბრძოლით გაიხსნა
პოლონეთში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში კაცთა შორის. პირველ დღეს ევროპის ჩემპიონმა საფრანგეთმა მოუგო მაკედონიას – 30-23, პოლონეთმა – სერბეთს, 29-28, ხორვატიამ – ბელარუსს, 27-21, ისლანდიამ – ნორვეგიას – 26-25.
ორ მატჩში თავიდან ბოლომდე ბრძოლა იყო, დანარჩენ ორში – წაგებული მხოლოდ ბოლო 10 წუთში გატყდა. ბელარუსი პირველ ტაიმში 3 ბურთითაც უგებდა ხორვატიას, ტაიმი ფრედ მორჩა (15-15), ხორვატებმა კი გადამწყვეტი უპირატესობა მხოლოდ 52-ე წუთზე მოიპოვეს, როცა მანუელ შტრლეკმა მორიგი შვიდმეტრიანი გაიტანა – 25-21. ბელარუსი ბოლო 10 წუთში უგოლოდ დარჩა და 21-27 წააგო.
B ჯგუფის მეორე მატჩი მთლიანად თანაბარი იყო. ისლანდიამ სამბურთიანი უპირატესობა პირველად მე-40 წუთზე მიიღო, პალმარსონის გოლის შემდეგ – 18-15, მაგრამ ნორვეგია ბრძოლაში დარჩა და დასრულებამდე 53 წამით ადრე ჰარალდ რეინკინდმა გაათანაბრა – 25-25. მას შემდეგ, რაც გუდიონ სიგურდსონმა მარცხენა კუთხიდან შეაგდო, ნორვეგიას ბოლო შეტევისთვის სულ 11 წამი დარჩა და სანდერ საგოსენის დარტყმა ბოლო წამზე მოიგერია მეკარე გუსტავსონმა. ისლანდიამ 26-25 მოიგო.
A ჯგუფში, მაკედონიამ ბოლოს 51-ე წუთზე გაუთანაბრა საფრანგეთს – 22-22, შემდეგ კი 5 უპასუხო ბურთი მიიღო და საბოლოოდ 23-20 დამარცხდა.
ყველაზე დრამატული პოლონეთისა და სერბეთის მატჩი გამოვიდა. სერბებს ჩემპიონატზე არ ჰყავთ ორი საუკეთესო ინსაიდი, მომირ ილიჩი და მარკო ვუინი, მაგრამ მე-16 წუთისთვის 8-6 იგებდნენ და 6 გოლი უკანახაზელ პეტარ ნენადიჩს ჰქონდა გატანილი. შესვენებისთვის პოლონეთი ძალიან ცუდ სიტუაციაში იყო 14-15 აგებდა, ორი კაცი ჰყავდა გაძევებული და მეორე ტაიმის საწყისი წუთნახევარი ასე უნდა ეთამაშა.
მასპინძლებმა, რომელთაც აკლიათ ძირითადი გამთამაშებელი, იურკევიჩი, გაძლეს და 35-ე წუთისთვის ანგარიში გაათანაბრეს (18-18), მეორმოცე კი მიხალ იურეცკის გოლის შემდეგ თითქოს საბოლოოდ გავიდნენ წინ – 23-20, მაგრამ ივან ნიკჩევიჩმა 5 წუთში შვიდმეტრიანიდან გაათანაბრა (24-24) და დასრულებამდე 10 წუთი ადრე კი ისევ ფრე იყო – 27-27. იურეცკისა და ბელეცკის გოლების შემდეგ პოლონეთი ისევ გავიდა წინ, მაგრამ სერბები კინაღამ ამ სიტუაციიდანაც გამოძვრნენ – ნიკჩევიჩმა გაიტანა კიდევ ერთი პენალტი, მაგრამ დასრულებამდე 57 წამით ადრე იმავე ნიშნულიდან ვეღარ აჯობა მეკარე შმალს – 29-28 და მასპინძლებმა დარჩენილ დროში ბურთი შეინარჩუნეს.
პირველ 4 მატჩს ჯამში 35 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. დღეს ჩემპიონატის C და D ჯგუფების 8 გუნდი იწყებს. ყველა მატჩის ცოცხალი რეპორტაჟის ნახვა, კარგი ხარისხითა და ინგლისური კომენტარით, შეიძლება ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით, ინტერნეტში: http://www.ehftv.com/int. მანდვე შეგიძლიათ ნახოთ ყველა მატჩის ჩანაწერი.
ხელბურთი. ევროპის მე-12 ჩემპიონატი. 15-31 იანვარი, 2016. პოლონეთი.
15 იანვარი
A ჯგუფი. კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)
საფრანგეთი-მაკედონია 30-23
სორენდო 6, პორტი 5, მაე, გიგუ 4, ომაიერი 16/39-41% – ლაზაროვი 17/9
პოლონეთი-სერბეთი 29-28
მ. იურეცკი 7, ლიევსკი 4 – ნენადიჩი, ნიკჩევიჩი 7
17 იან. 21:15 სერბეთი-საფრანგეთი 23:30 მაკედონია – პოლონეთი
19 იან. 21:15 მაკედონია-სერბეთი, 23:30 საფრანგეთი-პოლონეთი
B ჯგუფი. კატოვიცე. სპოდეკ არენა (10 000)
ხორვატია – ბელარუსი 27-21
შტრლეკი 9, ჩუპიჩი, კოპლიარი 5 – რუტენკა 8, შილოვიჩი 7
ისლანდია-ნორვეგია 26-25
პალმარსონი 8, სიგურდსონი 6 – ბიორნსენი 7
17 იან. 19:00 ბელარუსი-ისლანდია 21:15 ნორვეგია-ხორვატია
19 იან. 21:15 ბელარუსი-ნორვეგია 23:30 ხორვატია-ისლანდია
—
16 იანვარი
C ჯგუფი. გდანსკი. ერგო არენა (11 000)
21:30 ესპანეთი-გერმანია
http://www.ehftv.com/int/livestream/spain-germany
23:45 შვედეთი-სლოვენია
http://www.ehftv.com/int/livestream/sweden-slovenia
18 იან. 21:15 სლოვენია-ესპანეთი 23:30 გერმანია-შვედეთი
20 იან. 20:15 გერმანია-სლოვენია 23:00 ესპანეთი-შვედეთი
D ჯგუფი, ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)
21:00 უნგრეთი-მონტენეგრო
http://www.ehftv.com/int/livestream/hungary-montenegro
23:15 დანია-რუსეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/denmark-russia
18 იან. 21:00 რუსეთი-უნგრეთი 23:15 მონტენეგრო-დანია
20 იან. 20:15 რუსეთი-მონტენეგრო 23:00 დანია-უნგრეთი
—
მეორე ჯგუფური ეტაპი
1 ჯგუფი, კრაკოვი (A1, A2, A3, B1, B2, B3) – 21, 23, 25, 27 იან
2 ჯგუფი, ვროცლავი (C1, C2, C3, D1, D2, D3) – 22, 24, 26, 27 იან
29 იანვარი. ნახევარფინალი. 21:30, 24:00 – კრაკოვი
19:00, 21:30. მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი
31 იანვარი. 18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი