15/01/16 დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება

დღეს პოლონეთში იწყება ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში კაცთა შორის. მონაწილეობს 16 გუნდი. ევროპის ჩემპიონის ვინაობა 31 იანვარს გაირკვევა.

პირველი ეტაპიდან მთავარ რაუნდში ბრძოლას გააგრძელებს 3-3 საუკეთესო გუნდი, ერთმანეთში დაგროვილი ქულებს გაიყოლებს და კიდევ 3-3 მატჩს გამართავს (A ჯგუფის სამეული ეთამაშება B ჯგუფის 3 გუნდს, C ჯგუფი კი D ჯგუფს შეუერთდება ). მეორე ეყტაპის ორი ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი უკვე ნახევარფინალში გადის.

ევროპის ჩემპიონი რიოს ოლიმპიადის საგზურს იღებს. საფრანგეთს, როგორც მსოფლიო ჩემპიონს, ოლიმპიადაზე თამაში განაღდებული აქვს, ხოლო კიდევ ორი გუნდი ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის საგზურს მიიღებს. 6 ევროპულ გუნდს (პოლონეთი, ესპანეთი, დანია, ხორვატია, გერმანია, სლოვენია) ეს საგზური მსოფლიო ჩემპიონატიდან აქვს მოპოვებული, ასე რომ, გამორიცხული არაა, ოლიმპიადის კვალიფიკაციაზე 9-10 ადგილზე გასული გუნდებიც მოხვდნენ.

ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩის ცოცხალი რეპორტაჟის ნახვა, კარგი ხარისხითა და ინგლისური კომენტარით, შეიძლება ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით, ინტერნეტში: http://www.ehftv.com/int

ხელბურთი. ევროპის  მე-12 ჩემპიონატი. 15-31 იანვარი, 2016. პოლონეთი.

ყველა მატჩი ცოცხლად აქ: http://www.ehftv.com/int

A ჯგუფი. კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)

15 იანვარი. 21:00 საფრანგეთი-მაკედონია

http://www.ehftv.com/int/livestream/france-fyr-macedonia

23:30 პოლონეთი-სერბეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/poland-serbia

17 იან. 21:15 სერბეთი-საფრანგეთი 23:30 მაკედონია – პოლონეთი

19 იან. 21:15 მაკედონია-სერბეთი,  23:30 საფრანგეთი-პოლონეთი

B ჯგუფი. კატოვიცე. სპოდეკ არენა (10 000)

15 იანვარი. 19:00 ხორვატია – ბელარუსი

http://www.ehftv.com/int/livestream/croatia-belarus

21:15 ისლანდია-ნორვეგია

http://www.ehftv.com/int/livestream/iceland-norway

17 იან. 19:00 ბელარუსი-ისლანდია 21:15 ნორვეგია-ხორვატია

19 იან. 21:15 ბელარუსი-ნორვეგია 23:30 ხორვატია-ისლანდია

C ჯგუფი. გდანსკი. ერგო არენა (11 000)

16 იან. 21:30 ესპანეთი-გერმანია 23:45 შვედეთი-სლოვენია

18 იან. 21:15 სლოვენია-ესპანეთი 23:30 გერმანია-შვედეთი

20 იან. 20:15 გერმანია-სლოვენია 23:00 ესპანეთი-შვედეთი

D ჯგუფი, ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)

16 იან. 21:00 უნგრეთი-მონტენეგრო 23:15 დანია-რუსეთი

18 იან. 21:00 რუსეთი-უნგრეთი 23:15 მონტენეგრო-დანია

20 იან. 20:15 რუსეთი-მონტენეგრო 23:00 დანია-უნგრეთი

მეორე ჯგუფური ეტაპი

1 ჯგუფი, კრაკოვი (A1, A2, A3, B1, B2, B3) – 21, 23, 25, 27 იან

2 ჯგუფი, ვროცლავი (C1, C2, C3, D1, D2, D3) – 22, 24, 26, 27 იან

29 იანვარი. ნახევარფინალი. 21:30, 24:00 – კრაკოვი

19:00, 21:30.  მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი

31 იანვარი. 18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი

ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები

1994, პორტუგალიაში . 1. შვედეთი 2. რუსეთი 3, ხორვატია – 4. დანია

1996, ესპანეთში. 1. რუსეთი 2. ესპანეთი 3, იუგოსლავია – 4. შვედეთი

1998, იტალიაში. 1. შვედეთი 2. ესპანეთი  3. გერმანია – 4. რუსეთი

2000, ხორვატიაში. 1. შვედეთი 2. რუსეთი 3. ესპანეთი – 4. საფრანგეთი

2002, შვედეთში. 1. შვედეთი 2. გერმანია 3. დანია – 4. ისლანდია

2004, სლოვენიაში. 1. გერმანია 2. სლოვენია 3. დანია – 4. ხორვატია

2006, შვეიცარიაში. 1. საფრანგეთი 2. ესპანეთი 3. დანია – 4. ხორვატია

2008, ნორვეგიაში. 1. დანია 2. ხორვატია 3. საფრანგეთი – 4. გერმანია

2010, ავსტრიაში. 1. საფრანგეთი 2. ხორვატია 3. ისლანდია – 4. პოლონეთი

2012, სერბეთში. 1. დანია 2. სერბეთი 3. ხორვატია – 4. ესპანეთი

2014, დანიაში. 1. საფრანგეთი 2. დანია 3. ესპანეთი – 4. ხორვატია

Leave a Reply