11/01/16 ლიგა განახლდა, ევრო 2016 იწყება

განახლდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ქალთა ხელბურთში, ხოლო კაცთა ნაკრები გუნდები ბოლო ამხანაგურ მატჩებს მართავენ ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელიც 15 იანვარს იწყება პოლონეთში.

ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველივე ტურში ერთმანეთს შეხვდა ბოლო ოთხი სეზონის გამარჯვებული ორი გუნდი: უნგრეთის დიორი (2013, 2014) და მონტენეგროს ბუდუჩნოსტი (2012, 2015). დიორმა 22-20 მოიგო და მეტოქეს დაეწია. მეოთხედფინალში 4-4 გუნდი გადის და 12 მონაწილიდან ალბათ მხოლოდ შვედურ სევეჰოფს არ ექნება ბრძოლის გაგრძელების შანსი.

საფრანგეთის ნაკრებმა, კაცთა შორის ყველა ტიტულის მფლობელმა, ამხანაგური მატჩი წააგო ყატართან 25-28. ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს ერთი წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. საფრანგეთი ოლიმპიადის წლებში ევროპის ჩემპიონი არასოდეს გამხდარა, 2012 წელს საერთოდ მე-11 ადგილი დაიკავა, და პოლონეთში რამდენიმე ტრვმირებული მოთამაშე დააკლდება: ფერნანდესი, გრები, ნიოკა, აკამბრეი და, შესაძლოა, ბარაშეტიც, მაგრამ ყველა ლიდერი მწყობრშია და გუნდი ტიტულის დასაცავად იბრძოლებს. ყატართან დამარცხების მეორე დღეს ფრანგებმა 36-28 მოუგეს დანიის ნაკრებს, ხოლო ყატარმა წააგო ნორვეგიასთან – 25-26.

ყველაზე სერიოზული პრობლემა გერმანიის ნაკრებს აქვს. გუნდს აკლია დამწყები შვიდეულის 4 დაშავებული წევრი – ორივე გარემარბი, გენსჰაიმერი და გრიოცკი, პივოტი ვინჩეკი და უკანახაზელი დრუქსი. გერმანიამ ორჯერ უმასპინძლა ისლანდიას და შაბათს 26-25 მოუგო, თუმცა, კვირას დამარცხდა – 24-27.

ევროპის ჩემპიონატი 15 იანვარს იწყება ვროცლავში, კრაკოვში, კატოვიცესა და გდანსკში. ფინალი 31 იანვარსაა.

ქალები. ჩემპიონთა ლიგა. ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-07

კაცები, ევრო 2016. ყველა მატჩი ცოცხლად აქ: http://www.ehftv.com/int

ხელბურთი. ქალთა ჩემპიონთა ლიგა. 2015-16.

მეორე ჯგუფური ეტაპი. მეხუთე ტური. 9-10 იანვარი

1 ჯგუფი (გამოტოვებული მატჩი, 6 იან)

ფლური ლუარე (საფ) – ტიურინგერი (გერ) 27-21

როსტოვი (რუს) – ფერენცვაროში (უნგ) 23-21

ილინა 8 – ჰორნიაკი, სეკერჩეში 4

ლარვიკი (ნორ) – ტიურინგერი 28-19

ედინი, ნ. მორკი 5 – ბუჩესკი 5

ბაია მარე (რუმ) – ფლური ლუარე 31-28

პინო 9, ნაშიმენტუ 7 – ნიომბლა 9, კაბრალი 6,

როსტოვი 10 ქულა, ფერენცვაროში 7, ლარვიკი 6,  ფლური ლუარე 4 – ბაია მარე 2, ტიურინგერი 1

2 ჯგუფი

დიორი ეტო (უნგ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 22-20

სულანდი 6, ხროოტი, ლოკე 5 – ბულატოვიჩი, ნიაგუ 4

ვარდარი (მკდ) – ბუქარესტი (რუმ) 22-21

ლეკიჩი 5, დემბელე, პენეზიჩი 4 – გულდენი 8

მიდტიულანდი (დან) – სევეჰოფი (შვდ) 25-21

ალმი 7, ს. იორგენსენი 5 – ლინდვალი 5

ბუდუჩნოსტი, დიორი 7, ვარდარი 6, ბუქარესტი 5 – მიდტიულანდი 5, სევეჰოფი 0

6 ტური: 5-17 იანვარი. 4-4 საუკეთესო გადის მეოთხედფინალში

Leave a Reply