30/12/15 ჩემპიონი და თასის მფლობელი ლიდერობენ

დასრულდა ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ნაწილი. რვავე გუნდმა 3-3 მატჩი გამართა. უდანაკარგოდ ლიდერობენ ქვეყნის ჩემპიონი ტექნიკური უნივერსიტეტი და თასის მფლობელი, „შავი ზღვის ბიჭები“.

იმედმა პირველი ტაიმი 20-18 მოუგო ქარიშხალას, ხოლო ზეზვა იობაშვილმა 11 გოლი გაიტანა. შესვენების შემდეგ გიორგი ქობელაშვილმა პერსონალურად ააყვანინა თელაველთა ლიდერი. დასრულებამდე 6 წუთით ადრე ქარიშხალა 34-30 დაწინაურდა და, წინა დღისგან განსხვავებით, უპირატესობა შეინარჩუნა – 38-34. ქარიშხალაში ყველაზე შედეგიანი იყო მარჯვენა გარემარბი ლუკა ბულბულაშვილი – 12 გოლი.

პეგასმა რამდენჯერმე გაუთანაბრა ანგარიში საქართველოს ჩემპიონ სტუ-ს და ერთ-ორჯერ წინ გასვლაც შეეძლო, მაგრამ ტაიმი 15-18 წააგო. მეორის დასაწყისში ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა – 19-19, 37-ე წუთზე კი ზარნაძემ წინ გაიყვანა პეგასი – 21-20.  სტუ ისევ გავიდა წინ, 28-25 და თამაში ბოლომდე 2-3 ბურთიან ინტერვალში იყო. პეგასმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა – 31-34.

ჩემპიონატი გაგრძელდება 2016 წელს. 8 გუნდი გამართავს ორ წრეს (14-14 მატჩი), 4 საუკეთესო კი მედლებისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, კაცები, 2015-16

28-30 დეკემბერი, თბილისი, სპორტკომპლექსი არენა

30 დეკემბერი. ქარიშხალა – იმედი თელავი 38-34

ქარ:  ხანდოლიშვილი, დავითაშვილი  – ბულბულაშვილი 12, გ. ფერაძე 8, შევჩენკო 5, ზ. ფერაძე 5, კორაშვილი 4, მამულაშვილი 3,  ისმაილოვი 1, დემეტრაშვილი

იმ: ხარაიშვილი, ლორია  – ზ. იობაშვილი 13, მიქავა 7, გ. იობაშვილი 6,  ნარსია 5, ჩიკვილაძე 2, ბაინაზიშვილი 1, აბაშიძე, გოგუა, თ. მღებრიშვილი, დოლმაზაშვილი, მელაშვილი

სტუ – პეგასი 34-31

სტუ: ა. მღებრიშვილი, ტორონჯაძე  – არსენაშვილი 8, ორჯონიკიძე 7, ჯორბენაძე 6, ჭელიძე 5, სტურუა 5, სამიტაშვილი 2, კობახიძე 1

პეგ: ცინცაძე – ზარნაძე 10, გ. დიხამინჯია 6, ცხოვრებაძე 5, გოგავა 4, კოხრეიძე 3, ბაძაღუა 2, ლაპიაშვილი 1, ცხვარაშვილი, აბჟანდაძე, ქათამაძე

მსაჯები ა. კომახიძე, ი. ჭკუასელი

ტექნიკური დელეგატები ლ. გელაშვილი, თ. თევზაძე

მეთვალყურე ვ. ბერიაშვილი

3-3 მატჩის შემდეგ

ბათუმი, სტუ 6 ქულა; სამტრედია, პეგასი 4; ქარიშხალა, ქუთაისი 2; თელავი, ფოთი 0

Leave a Reply