17/01/16 ოთხგზის ჩემპიონი მოგებით იწყებს

ხელბურთის ევროპულ ჩემპიონატზე, პოლონეთში, მეორე დღეს ესპანეთმა დაამარცხა გერმანია – 32-29, შვედეთმა – სლოვენია, 23-21; უნგრეთმა მოუგო მონტენეგროს – 32-27, დანიამ – რუსეთს, 31-25. დღეს ჯგუფური ეტაპის მეორე ტური იწყება.

 

C ჯგუფის მთავარ მატჩში ესპანეთმა, რომელიც უძლიერესი შემადგენლობით თამაშობს, აჯობა ტრავმებით გაცხრილულ გერმანიას. პირველი ტაიმის ბოლოს კურიოზული ვითარება შეიქმნა: ესპანელები 18-11 იგებდნენ, მაგრამ გერმანიამ 4 ბურთი გაქვითა (18-15). გაძევებული იყო ესპანელი გურბინდო, დროის ამოწურვის შემდეგ კი მაკედას ცხრამეტრიანი უნდა დაერტყა. აქ მსაჯმა კამათისთვის ორწუთიანში გაუშვა ენტრერიოსი, ხოლო მაკედამ პირდაპირ შუბლში მოარტყა ბურთი ვაინჰოლდს, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო.

ესპანეთმა მეორე ტაიმი მეკარითა და სამი მოედნის მოთამაშით დაიწყო, მაგრამ გერმანიამ აქედან ხეირი ვერ ნახა და გარსიასგან გოლიც მიიღო – 15-19. მიუხედავად ამისა, 47-ე წუთზე ერიკ შმიდტმა სხვაობა ერთამდე დაიყვანა (26-27), თუმცა, ტომასმა და კანელასმა ესპანეთისთვის უსაფრთხო უპირატესობა მოიპოვეს (31-26) და საბოლოოდ, 32-29.

შვედეთმა ტაიმი 16-9 მოუგო სლოვენიას, ხოლო მათიას ანდერსონს კი 10 ბურთი ჰქონდა მოგერიებული, მაგრამ შესვენების შემდეგ სლოვენია ძალიან აქტიურ დაცვაზე გადავიდა და დევნა წამოიწყო. 50-ე წუთზე დეან ბომბაცმა გაათანაბრა – 20-20, თუმცა, ამის შემდეგ სლოვენიელებმა სულ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, 3 მიიღეს და 21-23 წააგეს. ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, შვედეთს (1994, 1998, 2000, 2002), სლოვენიისგან განსხვავებით,  ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის საგზური მოსაპოვებელი აქვს და, შესაძლოა, მოტივაციაც მეტი ჰქონდა.

D ჯგუფში უნგრეთი სულ წინ იყო მონტენეგროსთან, მაქსიმუმ 6 გოლით. მეტოქემ ერთხელ მოახერხა სხვაობის ორამდე დაყვანა (23-25, 48-ე წუთი), მაგრამ მეტი ვერაფერი ქნა და საბოლოოდ 27-32 დამარცხდა.

დანია-რუსეთის პირველი ტაიმი თანაბარი იყო (13-13). თამაში ასევე გაგრძელდა  52-ე წუთამდე (24-23), ამის შემდეგ კი ლინდბერგმა, ეგერტმა და ორჯერ ლაუგემ ზედიზედ შეაგდეს 4 გოლი და გამარჯვება გაუნაღდეს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს – 31-25. დანია პოლონეთში თითქმის უძლიერესი შემადგენლობითაა, აკლია მხოლოდ რენე ტოფტი და ალბათ 2008 და 2012 წლების შემდეგ მესამე ტიტულის მოსაპოვებლადაც გაიბრძოლებს.

ტურნირის ყველა მატჩის ცოცხალი რეპორტაჟის ნახვა, კარგი ხარისხითა და ინგლისური კომენტარით, შეიძლება ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით, ინტერნეტში:  http://www.ehftv.com/int. მანდვე შეგიძლიათ ნახოთ ყველა მატჩის ჩანაწერი.

ხელბურთი. ევროპის  მე-12 ჩემპიონატი. 15-31 იანვარი, 2016. პოლონეთი.

16 იანვარი. C ჯგუფი. გდანსკი. ერგო არენა (11 000)

ესპანეთი-გერმანია 32-29

რივერა 7, ტომასი 6 – დისინგერი 6, რაიხმანი 5

შვედეთი-სლოვენია 23-21

ეკბერგი 4, ანდერსონი 15/36-43% – გაბერი 5, გაიჩი 4

18 იან. 21:15 სლოვენია-ესპანეთი 23:30 გერმანია-შვედეთი

20 იან. 20:15 გერმანია-სლოვენია 23:00 ესპანეთი-შვედეთი

D ჯგუფი. ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)

უნგრეთი-მონტენეგრო  32-27

ბანჰიდი 7, ჯამალი, ანჩინი 5 – ბოროზანი 7

დანია-რუსეთი 31-25

ჰანსენი, მენსა, დამგარდი 4, ლანდინი 17/39-44% – შელემენკო 5

18 იან. 21:00 რუსეთი-უნგრეთი 23:15 მონტენეგრო-დანია

20 იან. 20:15 რუსეთი-მონტენეგრო 23:00 დანია-უნგრეთი

17 იანვარი. A ჯგუფი. კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)

21:15 სერბეთი-საფრანგეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/serbia-france

23:30 მაკედონია – პოლონეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/fyr-macedonia-poland

15 იან. საფრანგეთი-მაკედონია 30-23, პოლონეთი-სერბეთი 29-28

19 იან. 21:15 მაკედონია-სერბეთი,  23:30 საფრანგეთი-პოლონეთი

B ჯგუფი. კატოვიცე. სპოდეკ არენა (10 000)

ბელარუსი-ისლანდია

http://www.ehftv.com/int/livestream/belarus-iceland

ნორვეგია-ხორვატია

http://www.ehftv.com/int/livestream/norway-croatia

15 იან. ხორვატია – ბელარუსი 27-21, ისლანდია-ნორვეგია 26-25

19 იან. 21:15 ბელარუსი-ნორვეგია 23:30 ხორვატია-ისლანდია

მეორე ჯგუფური ეტაპი

1 ჯგუფი, კრაკოვი (A1, A2, A3, B1, B2, B3) – 21, 23, 25, 27 იან

2 ჯგუფი, ვროცლავი (C1, C2, C3, D1, D2, D3) – 22, 24, 26, 27 იან

29 იანვარი. ნახევარფინალი. 21:30, 24:00 – კრაკოვი

19:00, 21:30.  მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი

31 იანვარი. 18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი

Leave a Reply