15/11/13 საქართველო – სომხეთი 36:11

საქართველოში სტუმრად მყოფმა სომხეთის ჭაბუკთა ნაკრებმა ტურნეს პირველი მატჩი გამართა და 2 წლით უმცროს ქართველ ბიჭებთან, ოლიმპიურ ნაკრებთან, 11:36 დამარცხდა.

 

სტუმრებს ერთადერთხელ ჰქონდათ დაწინაურების შანსი, როდესაც პირველივე წუთზე შვიდმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ბურთი მეკარე გიორგი ვათიაშვილმა მოიგერია. ქართველებმა ტაიმი16:5 მოიგეს, მეორე ტაიმში კი ბევრად გაზარდეს სხვაობა. ყველაზე შედეგიანი იყო ირაკლი კბილაშვილი, ვინც თავისი შვიდივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.

სომხეთის 1996-97 წლებში დაბადებულთა ნაკრები ხვალ, სპორტკომპლექს არენას მეორე დარბაზში მეორე თამაშს გამართავს და ამჯერად ქართველ თანატოლთა ნაკრებს ეთამაშება. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება, ზეგ კი, 11:00, მესამე მატჩია.

საერთაშორისო მატჩი

საქართველო (15წ) – სომხეთი (17წ) 36:11

15 ნოემბერი, არენა 2

საქართველო: ვათიაშვილი, ხანდოლიშვილი – კბილაშვილი 7, გაწერელია 5, ნაზღაიძე 4, ცხოვრებაძე 3, დოლმაზაშვილი 3, ბიბილეიშვილი 3, დანელიშვილი 3, მაისურაძე 3, ბაინაზაშვილი 2, ტიელიძე 2, გოგავა 1, ე. არსენაშვილი, ფერაძე

მსაჯები: ზაზა სამადაშვილი ზურაბ ქოქოსაძე

 

Leave a Reply