15/11/13 ფოთელი გოგონების ორი მოგება
ამ დღეებში გრძელდება საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები.
სენაკში დასრულდა 2000-01 წლებში დაბადებული ბიჭების მეორე წრე დასავლეთის ჯგუფში – აქ ორი წრის შემდეგ უდანაკარგოდ ლიდერობს ქუთაისის გუნდი.
თბილისში თამაშობენ ზედა ასაკის (1998-99) გოგონები. პირველ დღეს ორი თამაში მოიგო ფოთის გუნდმა. აქ 9 ქულით მამული ლიდერობს, თუმცა, ასევე 1 ქულა აქვს დაკარგული ყვარლის გუნდს, ხოლო ფოთი ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიდის – 3 თამაშიდან 3 მოგება. ხვალ ცენტრალური თამაში იქნება ფოთი-ყვარელი.
ხვალიდან თელავში ქვედა ასაკის ბიჭების აღმოსავლეთი ჯგუფის მეორე ტური გაიმართება.
ასაკობრივი ჩემპიონატები. გოგონები, 1998-99
საერთო ტური. გლდანი, 15 ნოემბერი. წყალტუბო – მამული 6:36, ფოთი – პეგასი 24:18, იმედი – წყალტუბო 7:15, ქარიშხალა – ფოთი 5:23
შაბათს – 11:00 ქარიშხალა – წყალტუბო, 12:00 ფოთი – ყვარელი, 13:00 წყალტუბო – პეგასი, 14:00 იმედი – ფოთი
მდგომარეობა: მამული – 9 ქულა (5 თამაშიდან), ყვარელი – 7 (4), ფოთი – 6 (3), პეგასი – 4 (5), წყალტუბო – 2 (3), იმედი – 2 (5), ქარიშხალა – 0 (5).
————–
ბიჭები 2000-01
დასავლეთი. მეორე ტური სენაკში. ზუგდიდი – ფოთი 21:17, ფოთი – ქუთაისი 23:24, ზუგდიდი – ქუთაისი 16:17 (ბათუმს და სამტრედიას ჩაეთვალათ წაგებები. უკონკურსოდ ითამაშა სენაკის გუნდმა: ქუთაისთან 16:34, ზუგდიდთან 10:15, ფოთთან 16:25)
მდგომარეობა: ქუთაისი 16 ქულა, ფოთი 7, ზუგდიდი 6, სამტრედია 5, ბათუმი 4
აღმოსავლეთი პირველი წრის შემდეგ – გორი 6, ყვარელი 4, თელავი 2, რუსთავი 0. მეორე წრე 16-17 ნოემბერს თელავში.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის 2-2 საუკეთესო გუნდი სამწრიანი ტურნირის შემდეგ გავა ფინალურ ეტაპზე, სადაც მათ დაემატება თბილისის 2 გუნდი – ქარიშხალა და პეგასი