15/07/15 შავი ზღვის თასი ზღვისპირელებმა მოიგეს

ურეკში გაიმართა ტრადიციული ტურნირი ქვიშის ხელბურთში, შავი ზღვის თასი 2015, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპიც იყო.

გოგონათა ტურნირში გაიმარჯვა ფოთის გუნდმა, ვინც ფინალში დაამარცხა ყვარელი. გოგონათა სამივე ეტაპს სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავს ყვარელი, პეგასი და ფოთი, თუმცა, საერთო ჩათვლას საკმაო უპირატესობით ლიდერობს ყვარლის გუნდი, რომელიც სამივე ეტაპზე მონაწილეობდა – თბილისში, ყვარელსა და ურეკში.

კაცებში ზედიზედ მესამე ეტაპი მოიგო ბათუმის გუნდმა და დიდი უპირატესობით დაწინაურდა. დასკვნითი, მეოთხე ეტაპი გაიმართება აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში და აქ გორის, ქუთაისის, ყვარლისა და სამტრედიის გუნდები ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს გაარკვევენ.

ქვიშის ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი.

შავი ზღვის თასი. ურეკი, 11-13 ივლისი

გოგონები: ყვარელი – წყალტუბო 2-0, ფოთი – ბათუმი 2-0, ყვარელი – ბათუმი 2-0, ფოთი – წყალტუბო 2-0, ბათუმი – წყალტუბო 2-0, ფოთი – ყვარელი 2-0

1.ფოთი 3/0, 40 ქულა, 2. ყვარელი 2/1 30 ქულა, 3. ბათუმი 1/2 20 ქულა, 4. წყალტუბო 0/3 10 ქულა

სამი ეტაპის ჯამი: ყვარელი 80 ქულა, ფოთი, პეგასი 40, ქარიშხალა, ბათუმი 20, მამული, წყალტუბო 10

კაცები

A ჯგუფი: გორი – წყალტუბო 2-0, სამტრედია-ქუთაისი 2-1, სამტრედია-წყალტუბო 2-0, გორი – საქართველოს უნივერსიტეტი 2-0, ქუთაისი – წყალტუბო 2-0, სამტრედია – უნივერსიტეტი 2-0, ქუთაისი – გორი 2-1, უნივერსიტეტი – წყალტუბო 2-0, გორი -სამტრედია 2-0, ქუთაისი – უნივერსიტეტი 2-0

1.გორი 3/1, 2. ქუთაისი 3/1 / 3. სამტრედია 3/1, 4. საქ. უნივ. 1/3, 5. წყალტუბო 0/4

B ჯგუფი: ყვარელი – რუსთვი 2-0, ბათუმი – იმედი 2-0, ბათუმი – რუსთავვი 2-0, ყვარელი – იმედი 2-0, ბათუმი – ყვარელი 2-0, იმედი – რუსთავი 2-0

1.ბათუმი 3/0, 2. ყვარელი 2/1 / 3. იმედი 1/2 4. რუსთავი 0/3

ნახევარფინალი: ბათუმი – ქუთაისი 2-0, გორი – ყვარელი 2-1

ფინალები. 1-2 ბათუმი – გორი 2-0

3-4. ქუთაისი – ყვარელი 2-1

5-6. იმედი – სამტრედია 2-1

7-8. საქ. უნივერსიტეტი – რუსთავი 2-0

1.ბათუმი 90 ქულა, 2. გორი 80, 3, ქუთაისი 70, 4. ყვარელი 60, 5. იმედი 50 6. სამტრედია 40, 7, საქ. უნივერსიტეტი 30, 8. რუსთავი 20, 9. წყალტუბო 10

სამი ეტაპის ჯამი: ბათუმი 240 ქულა, გორი, ქუთაისი, ყვარელი 170, სამტრედია 140, იმედი 80, რუსთავი 70, საქ. უნივერსიტეტი 40, წყალტუბო 10

მეოთხე, ბოლო ეტაპი გაიმართება ბათუმში, აგვისტო-სექტემბერში

Leave a Reply