14/06/14 გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა

შაბათს გამოვლინდა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 4 მონაწილე კაცებს შორის და ევროპის 2014 წლის ქალთა ჩემპიონატის კიდევ ერთი ფინალისტი.

გერმანიის ნაკრები ბოლო წლებში მესამედ დარჩა დიდი ტურნირის მიღმა. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადისა და 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუნდი ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამასებს. გერმანია პლეიოფის ორივე თამაშის უმეტეს დროს უგებდა პოლონეთს, მაგრამ სტუმრად 24:25 წააგო, შინ კი ბოლო წუთებზე 28:29 დამარცხდა.

რუსეთმა მეორე მატჩიც დიდი ანგარიშით მოუგო ლიტვას, ჩეხეთმა რვაბურთიანი წაგების შემდეგ 12-გოლიანი რევანში აუღო სერბეთს, ხოლო ავსტრიამ შინ მოგებული თამაშის შემდეგ ნორვეგიაში ფრედ ითამაშა და საგზური მოიპოვა. ევროპიდან ბოლო ხუთი ფინალისტი კვირას გამოვლინდება.

კვირასვე დასრულდება ქალთა ევროპის შესარჩევი ტურნირი და ბოლო სამ ფინალისტს პირად შეხვედრაში გამოავლენენ უკრაინა-ავსტრია, სერბეთი-სლოვენია და რუმინეთი-ბელარუსი.

შაბათს საგზური პოლონეთის ქალთა გუნდმაც მოიპოვა. ისინი 2 ქულით ჩამორჩებოდნენ ჩეხეთს და შინ 19:22 ჰქონდათ წაგებული, მაგრამ სტუმრად ზუსტად სამი ბურთით, 25:22 გაიმარჯვეს. პოლონეთმა სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით აჯობა მეტოქეს.

მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები. შესარჩევი ტურნირი

ევროპა. პლეიოფი. მეორე წრე. 14 ივნისი

ლიტვა – რუსეთი 22:33 (22:30)

გერმანია – პოლონეთი 28:29 (24:25)

ნორვეგია – ავსტრია 28:28 (26:28)

ჩეხეთი – სერბეთი 33:21 (15:23)

15 ივნისი

შვედეთი – რუმინეთი (25:24)

მაკედონია – საბერძნეთი (27:25)

ისლანდია – ბოსნია (32:33)

სლოვენია – უნგრეთი (22:25)

ბელარუსი – მონტენეგრო (27:28)

ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები. შესარჩევი ტურნირი

14 ივნისი

3 ჯგუფი. ჩეხეთი – პოლონეთი 22:25. 15 ივნისი. მონტენეგრო – პორტუგალია

მონტენეგრო 10 (5), პოლონეთი 6 (6) / ჩეხეთი 6 (6), პორტუგალია 0 (5)

4 ჯგუფი. ესპანეთი – იტალია 27:19. 15 ივნისი. ჰოლანდია – თურქეთი

ესპანეთი 10 (6), ჰოლანდია 8 (5) / თურქეთი 4 (5), იტალია 0 (6)

7 ჯგუფი. გერმანია – მაკედონია 31:16

გერმანია 6 (4) რუსეთი 6 (4) / მაკედონია 0 (4)

15 ივნისი

1 ჯგუფი. 15 ივნისი. დანია – ლიტვა, უკრაინა – ავსტრია

დანია 10 ქულა (5 თამაშიდან), ავსტრია 6 (5) / უკრაინა 4 (5), ლიტვა 0 (5)

2 ჯგუფი. 15 ივნისი. ისლანდია – სლოვაკეთი, საფრანგეთი – ფინეთი

საფრანგეთი 9 (5), სლოვაკეთი 7 (5) / ისლანდია 4 (5), ფინეთი 0 (5)

5 ჯგუფი. 15 ივნისი. შვედეთი – შვეიცარია, სერბეთი – სლოვენია

შვედეთი 8 (5), სერბეთი 6 (5) / სლოვენია 6 (5), შვეიცარია 0 (5)

6 ჯგუფი. 15 ივნისი. რუმინეთი – ბელარუსი

ნორვეგია 8 (4), რუმინეთი 2 (3) / ბელარუსი 0 (3)

Leave a Reply