14/02/15 ყველაფერი აპრილში გაირკვევა

გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში დასრულდა გოგონათა საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრე.

17 თამაშის შემდეგ ლიდერობს ყვარლის გუნდი, მას ორი ქულით ჩამორჩება შარშანდელი ჩემპიონი, მამული. პირველობის შანსი, პრაქტიკულად, ამ ორ გუნდს შერჩა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩემპიონი მაინცდამაინც მათ  პირად თამაშში გამოვლინდება. პეგასი და ფოთის ოქროს ვერძი, თუ სრული შემადგენლობით იქნებიან და არ დააკლდებათ ტრავმირებული მოთამაშეები, ლიდერებს კონკურენციას გაუწევენ და, როგორც მესამე წრემ გვაჩვენა, არც წყალტუბოს გუნდია იოლად დასამარცხებელი.

ასე რომ, აპრილში, როდესაც გაიმართება დასკვნითი, მეოთხე წრე, სერიოზული ბრძოლებია მოსალოდნელი, იქამდე კი გოგონათ ნაკრებს ექნება მნიშვნელოვანი შეჯიბრება. 20-22 მარტს, ქუთაისში გაიმართება ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი – ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა და საქართველო ფინალური ეტაპის ორი საგზურისთვის იბრძოლებენ. ფინალი აგვისტოში გაიმართება მაკედონიაში.

საქართველოს ნაკრები ქუთაისის ტურნირამდე ორ საწვრთნელ შეკრებას გაივლის და ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს თურქეთში.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99

მესამე წრე. გლდანი, 10-14 თებერვალი

14 თებერვალი

წყალტუბო-ქარიშხალა 20-4

წყ: ჯიქია, თვალაძე – ჯიმშელეიშვილი 9, ჯანელიძე 8, ფანცხავა 2,  ჯიშკარიანი 1, ფანცულაია, ჩიტაიშვილი, დახუნდარიძე, მამარდაშვილი, დარსაველიძე, ჯავახაძე, ქაშიბაძე, ჩირგაძე – მწვ. გ. ჯანელიძე, ნ. გოგიძე

ქარ: არაბაჯევა – ტყეშელაშვილი 4, კერესელიძე, ბაჟუნაშვილი, კუსიანი,  ჩხაიძე, ხმელაძე, ფოფხაძე, სანანაშვილი – მწვ. ი. ციცქიშვილი

ყვარელი-ფოთი 29-19

ყვ: გუბელაძე – ქიტესაშვილი 8, ს. იორდანიშვილი 6, მიხელიძე 5, თეთრაშვილი 5, კუნელაშვილი 3, თ. იორდანიშვილი 2, კუპატაძე,  ლეშკაშელი, კორახაშვილი – მწვ. ზ. ხარებაშვილი, გ. ღონიაშვილი

ფოთ: ჯავახია, კუბლაშვილი – ჯგერენაია 7, სიხარულიძე 6, ფარცვანია 3, ჭითანავა 2, სურგულაძე 1, ყუფუნია, მჟავანაძე, ბერაია, შინკარენკო – მწვ. უ. გამზარდია, დ. გეფერიძე

მამული-პეგასი 37-14

მამ: ვარდიშვილი – ყველაშვილი 11, გაბისონია 7, ჯაღათაშვილი 6, გიორგაძე 5, ღვალაძე 4, ხოკერაშვილი 2, ომიაძე 1, ხონელიძე 1, ბუზალაძე – მწვ. ჯ. კასიანი

პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა – ბერიძე 8, სარაჯიშვილი 3, ქებაძე 1, მორჩაძე 1, ჩახუნაშვილი 1, ფაჩუაშვილი, კახაია  – მწვ. ნ. წივწივაძე

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ცინცაძე

17  ტურის შემდეგ: ყვარელი 30 ქულა, მამული 28, პეგასი 25, ფოთი 10, ქარიშხალა 8, წყალტუბო 7

მეოთხე წრე: 14-18 აპრილი

Leave a Reply