15/02/15 დიდი ოთხეული: კილი, ბარსა, ვესპრემი, კელცე
სახელბურთო ჩემპიონთა ლიგაზე 13 მერვედფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ბოლო ტურში გასათამაშებელი დარჩა კიდევ 3 საგზური.
ორთვიანი პაუზის შემდეგ გაიმართა ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა ტური, რის შემდეგაც მერვედფინალში გასვლა გაინაღდეს პარი სენ-ჟერმენმა და ზაგრებმა. A ჯგუფში მეოთხე ადგილისთვის ესპანეთის ლა რიოხა და ბელარუსის მეშკოვ-ბრესტი იბრძვიან. ლა რიოხა ბოლო ტურში სენ-ჟერმენს მასპინძლობს, ხოლო ბრესტი გერმანიაში ესტუმრება კილს.
B ჯგუფში ოთხივე მერვედფინალისტი ცნობილი იყო. ბარსელონამ შინ 33-27 მოუგო კოლდინგს და გაინაღდა ჯგუფში პირველი ადგილი და მერვედფინალის წილისყრისას – განთესვა. ანალოგიური სიტუაციაა C ჯგუფშიც – ვესპრემი პირველია და დანარჩენი სამი მერვედფინალისტიც ცნობილია. დანარჩენ ორ ჯგუფშიც ცნობილია გამარჯვებულთა ვინაობა – გერმანული კილი და პოლონური კელცე.
ყველაზე რთული სიტუაციაა D ჯგუფში, სადაც ბოლო ტურის წინ 4 გუნდს 6-6 ქულა აქვს და ორი საგზურისთვის იბრძვის. ამ ოთხეულიდან დიუნკერკი და შაფჰაუზენი ერთმანეთს ხვდებიან, ზაპოროჟიეს მოტორი მასპინძლობს პოლონეთის კელცეს – ერთადერთ გუნდს, რომელსაც 9 მოგება აქვს, ხოლო ოლბორგი უნგრეთში თამაშობს სეგედთან. ბოლო ტური ოთხშაბათს დაიწყება და კვირას დასრულდება.
ქალებს კიდევ 3 ტური აქვთ სათამაშო. მეშვიდე ტურში მეოთხედფინალში გასვლა გაინაღდეს მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა და უნგრეთის დიორი ეტომ, ვოლგოგრადის დინამოს საგზური თითქმის ჯიბეში აქვს, ხოლო ნორვეგიის ლარვიკმა საქმე წინა ტურში მოითავა. ქალებს ერთკვირიანი პაუზა აქვთ, ხოლო მომდევნოო სამ კვირაში ჯგუფურ ეტაპს დაასრულებენ.
ჩემპიონთა ლიგა 2014-15
კაცები. ჯგუფური ეტაპი. 9 ტური, 11-15 თებერვალი
A ჯგუფი
ზაგრები (ხორ) – ლა რიოხა (ესპ) 31-30
პსჟ (საფ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 36-25
კილი (გერ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 35-16
კილი 16 ქულა, პსჟ 12, ზაგრები 10, ლა რიოხა 7 / მეშკოვ-ბრესტი 6 მეტალურგი 3
—
B ჯგუფი
ფლენზბურგი (გერ) – ბეშიქთაში (თურ) 31-27
ალინგსასი (შვდ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 22-23
ბარსელონა (ესპ) – კოლდინგი (დან) 33-27
ბარსელონა 15, კოლდინგი 12, ფლენზბურგი 12, პლოცკი 11 / ბეშიქთაში 2, ალინგსასი 2
—
C ჯგუფი
ვარდარი (მკდ) – მონპელიე (საფ) 30-26
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – ლიოვენი (გერ) 26-32
ვესპრემი (უნგ) – ცელიე (სლნ) 29-26
ვესპრემი 16, ვარდარი 13, ლიოვენი 12, მონპელიე 8 / ცელიე 4, მედვედი 1
—
D ჯგუფი
შაფჰაუზენი (შვც) – პიკ სეგედი (უნგ) 32-29
კელცე (პოლ) – დიუნკერკი (საფ) 36-32
ოლბორგი (დან) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 30-36
კელცე 18, სეგედი 12, ზაპოროჟიე 6, დიუნკერკი 6 / ოლბორგი 6, შაფჰაუზენი 6
—
ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი
7 ტური, 13-15 თებერვალი
A ჯგუფი
კრიმი (სლნ) – ბუდუჩნოსტი (მნტ)20-23
ლაიფციგი (გერ) – ტიურინგერი (გერ) 25-34
დინამო ვოლგოგრადი (რუს) – ვარდარი (მკდ) 33-25
ბუდუჩნოსტი 13, ვოლგოგრადი 10, ტიურინგერი 6, ლაიპციგი 6 / ვარდარი 5, კრიმი 2
—
B ჯგუფი
სევეჰოფი (უნგ) – ლარვიკი (ნორ) 20-25
დიორი ეტო (უნგ) – მეცი (საფ) 31-27
ვიბორგი (დან) – ბაია მარე (რუმ) 30-31
ლარვიკი 14, დიორი 12, ვიბორგი 5, მეცი 4 / ბაია მარე 4, სავეჰოფი 3
ფოტო: ბარსელონა-კოლდინგი. ნიკოლა კარაბატიჩი