13/11/13 ჩემპიონის მეხუთე მოგება


სპორტკომპლექს არენაში დღეს განახლდა ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში. თბილისში თამაშობს 4 გუნდი (სტუ, იმედი, პეგასი, თელავი), დანარჩენი 4 კი 19 ნოემბრიდან სენაკში შეიკრიბება.

დღის პირველ თამაშში ქვეყნის ჩემპიონმა, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა  შედეგიანობაში მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა და 46 გოლი გაუტანა პეგასს. სტუ-ში შედეგიანი  მოთამაშე 11 იყო, ხოლო ყველაზე მეტი გოლი, 9, ზურაბ სიმონიას ანგარიშზეა.

თელაველებმა პირველი ტაიმი 11:15 წააგეს იმედთან, შესვენების შემდეგ ორჯერ შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ბოლო 15 წუთში იმედის უფრო ახალგაზრდულმა გუნდმა იძალა – 29:20.

ხვალ თამაშობენ თელავი – სტუ, პეგასი – იმედი.

საქართველოს ჩემპიონატი. აღმოსავლეთი ქვეჯგუფი
არენა, 13 ნოემბერი

სტუ – პეგასი 46:27

სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი, ანდრიაძე – სიმონია 9, სურმავა 7, ორჯონიკიძე 6, ამირანაშვილი 5, გოგოლაძე 5, ბერძენიშვილი 3, გვაზავა 3, აბრამიშვილი 3, გრიშიკაშვილი 2, მსხვილიძე 2, სტურუა 1, ლ. არსენაშვილი, გოგალაძე 

პეგასი: ცინცაძე, ნარსია – ა. ცხვარაშვილი 10, კოხრეიძე 5, ტ. კალანდაძე 4, აბჟანდაძე 2, დიხამინჯია 2, გელაშვილი 2, ცუხიშვილი 1, დემეტრაშვილი 1, ბაძაღუა, მაისურაძე, ქუთათელაძე, ნატროშვილი, ი. ცხვარაშვილი, ზარნაძე

მსაჯები: ელენე არაბული , ინა ჭკუასელი

იმედი – თელავი 29:20

იმედი: მღებრიშვილი, ლორია, მამულაშვილი – ბეჟანიშვილი 7, რუსტამოვი 5, იობაშვილი 4, მძელური 4, ალანია 2, გიორგაძე 2, ჩიკვილაძე 2, აბაშიძე 1, გოთოშია 1, თაბაგარი 1, ი. კალანდაძე მაჭარაშვილი, ჩაკვეტაძე

თელავი: ა. სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილი – ანდრიაშვილი 7, გიორგელაშვილი 4, მაისაშვილი 4,  გიგაური 1, მღებრიშვილი 1, ნ. სვიმონიშვილი 1, ი. სამიტაშვილი 1, იაგორაშვილი 1 ბიწკინაშვილი, ცისკარიშვილი, ბეჟაშვილი, დიდებაშვილი    

მსაჯები: გია ბროლაძე, ზურაბ ქოქოსაძე

მდგომარეობა (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)
სტუ————–5 5  5  0  175-132 10
ბათუმი——— 4 3  0  1  151-122  6
სამტრედია—–4  3  0  1  135-116  6
იმედი———– 5 3  0  2  151-153  6
ქუთაისი——– 4 1  1  2  112-126  3
ჭაბუკები——-  4  0  2  2  107-115  2
პეგასი———-  5  0  2  3  151-187   2   
თელავი——— 5  0  1  4  124-155   1

14 ნოემბერი. 15:30 თელავი – სტუ, 17:00 პეგასი – იმედი
15 ნოემბერი. 15:30 პეგასი – თელავი, 17:00 სტუ – იმედი

დასავლეთი (ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ტურს გამართავს 19-21 ნოემბერს სენაკში

Leave a Reply