12/11/13 ნორვეგიელ ექსპერტს სპორტის სამინისტროში შეხვდნენ

საქართველოში მყოფი ხელბურთის საერთაშორისო ექსპერტი, კონგსვინგერის სახელბურთო აკადემიის პრეზიდენტი, ნორვეგიელი იგორ შესტაკოვი ამ დღეებში ასრულებს სემინარს ქართველი მწვრთნელებისთვის.

სემინარი ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით გაიმართა და მასში ოცამდე ქართველმა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობდა. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ხვალ, 16:30, ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება საბოლოო შეხვედრა, რომლის დროსაც სემინარის ყველა მონაწილე მიიღებს სასწავლო კურსის პირველი დონის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

დღეს კი შესტაკოვს სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი დოლაბერიძემ, სპორტის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გურამ ძაგანიამ. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და ხელბურთის ქართველი ექსპერტი ჯემალ ბარამიძე. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას და სასწავლო კურსის გაგრძელებასაც.

Leave a Reply