13/05/14 ახალგაზრდული ნაკრები უკრაინაში გაემგზავრა
უკრაინაში, ხანმოკლე საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. გუნდი ემზადება ახალი ტურნირის, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასისთვის, რომლის ზონალური, ევროპული პირველობა 21 მაისიდან იწყება ანდორაში. ამ ტურნირის გამარჯვებული გაისად 2015 წელს ითამაშებს ფინალურ შეჯიბრებაზე.
უკრაინაში ოცწლამდელთა ნაკრები სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს ქალაქ ბროვარიში და 17 მაისს თბილისში დაბრუნდება, ხოლო 20 მაისს მიემგზავრება ანდორაში. მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ და მისმა ასისტენტმა ლევან გელაშვილმა კიევში 14 ხელბურთელი წაიყვანეს. გუნდს ახლავს საქართველოს ნაკრები გუნდების მთავარი კოორდინატორი, ჯორჯე რაშიჩი.
IHF მსოფლიო თასზე თამაშობენ 1994 წელსა და უფრო გვიან დაბადებული ხელბურთელები, თუმცა, ჩვენი ნაკრების შემადგენლობა გაცილებით უფრო ახალგაზრდულია. გუნდში სულ 4 მოთამაშეა 20 წლის.
ახალგაზრდული ნაკრები უკრაინაში. 14-16 მაისი, 2014
მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (1994, სტუ), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი)
გარემარბები: ზურაბ აბრამიშვილი (1994, სტუ), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), ომარ ალანია (1995, იმედი), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი)
პივოტები: გიგა კოხრეიძე (1996, პეგასი), ლაშა არსენაშვილი (1997, სტუ)
უკანა ხაზი: ზურაბ სიმონია (1995, სტუ), შალვა სტურუა (1994, სტუ), თემურ ორჯონიკიძე (1996, სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი (1996, პეგასი), გივი გიორგაძე (1996, იმედი), ამირან აბჟანდაძე (1996, პეგასი)
მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი; ექიმი: ლევან ლინნიკი
ფოტო: ბექა ორჯონიკიძე, ჯორჯე რაშიჩი