12/05/14 პრესკონფერენცია ცერცვაძის თასის წინ

სამშაბათს, სპორტის სამინისტროში, 15 საათზე, საქართველოს ხელბურთის ფედერაცია პრესკონფერენციას აწყობს.

16-19 მაისს თბილისში, გლდანის სახელბურთო დარბაზში იმართება ბიჭებისა და გოგონების საერთაშორისო ტურნირი ჯემალ ცერცვაძის თასზე. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილნი იქნებიან 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭებისა და გოგონების ნაკრები გუნდები.

ბიჭების ნაკრები დაბრუნდა უკრაინიდან, სადაც მოიგო ოლეგ ველიკის საერთაშორისო ტურნირი, ხოლო გოგონებმა ითამაშეს ბელარუსში, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებაზე.

ამ ორი გუნდის მწვრთნელები და მოთამაშეები ისაუბრებენ განვლილ ტურნირზე, ასევე მომავალ, ჯემალ ცერცვაძის თასზე.

ტურნირი დიდი ქართველი ხელბურთელის 75 წლისთავის აღსანიშნავად იმართება.

ფოტო: ბიჭების ნაკრები უკრაინაში, ტურნირისშემდგომ დაჯილდოებაზე

 

Leave a Reply