13/02/14 ქართველების მოგება-წაგება

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური დაიწყო, ხოლო ქართველი ლეგიონერების ორმა კლუბმა ეროვნული ჩემპონატების მორიგი მატჩები გამართა.

 

თურქეთში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ დამარცხდა ტრაბზონსფორი. ტრაბზონელებმა ანკარაში წააგეს BB ანკარასფორთან – 24:28. ითამაშა ორივე ქართველმა – მეკარე გიგა ტორონჯაძემ და რატი მსხვილიძემ. რატიმ 2 გოლი გაიტანა. ლიდერობს ბეშიქთაში 35 ქულით, მას მიჰყვებიან ანკარასფორი (28), ანკარა (26), ტრაბზონი, ბურსა და მერსინი (22). პლეიოფში 8 გუნდი გადის.

რუმინეთში მესამე ადგილზეა შტიინცა ბაკეუ, რომელმაც მორიგ ტურში სტუმრად მოუგო ოდორეის – 35:26. ითამაშა მხოლოდ შოთა თევზაძემ, ვლადიმერ რუსია განაცხადში არ იყო. აქ პლეიოფის საგზურს 6 გუნდი იღებს, ხოლო ტრავმირებული ირაკლი ჩიქოვანის გუნდს, ტიმიშოარას ექვსეულამდე 10 ქულა აშორებს.

ჩემპიონთა ლიგაში კაცებმა ბოლოსწინა, მეცხრე ტური დაიწყეს. აქ გამოსავლენი დარჩა სულ ოთხი მერვედფინალისტი. გუშინ გამართულ ერთადერთ მატჩში ერთ-ერთი პრეტენდენტი, ესპანური ლა რიოხა 25:37 დამარცხდა გერმანიის ფლენზბურგთან, თუმცა, ოთხეულში მოხვედრის შანსს ისევ ინარჩუნებს.

ფოტო: ანკარასფორი – ტრაბზონი

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

9 ტური. 12-16 თებერვალი

D ჯგუფი

12 თებ. ფლენზბურგი (გერ) ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 37:25

16 თებ, 17:15 ოლბორგი (დან)გორენიე (სლნ)

16 თებ, 19:00 დროტ ჰალმსტადი (შვდ) ჰამბურგი (გერ)

ფლენზბურგი 15, ჰამბურგი 14, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 6, ჰალმსტადი 1

A ჯგუფი

15 თებ, 22:00 ვესპრემი (უნგ)ოსიგურანიე (ხორ)

15 თებ, 23:00 სტ. პეტერბურგი (რუს)ლიოვენი (გერ)

15 თებ, 23:30 ცელიე ლაშკო (სლნ) მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)

ვესპრემი 15 ქულა, ლიოვენი 12, ზაპოროჟიე 7, ცელიე 7 / ზაგრები 6, სტ. პეტერბურგი 1

B ჯგუფი

13 თებ, 23:30 ვისლა პლოცკი (პოლ) კოლდინგი (დან)

15 თებ, 21:00 დიუნკერკი (საფ)პორტუ (პორ)

16 თებ, 20:45 კილი (გერ)ტარგი ლცე (პოლ)

კილი 14, ლცე 10, კოლდინგი 10, ვისლა 8 / პორტუ 4, დიუნკერკი 2

C ჯგუფი

15 თებ, 19:15 ბარსელონა (ესპ)პსჟ (საფ)

16 თებ, 17:00 დინამო მინსკი (ბლრ)მეტალურგ სკოპიე (მკდ)

16 თებ, 21:00 ვარდარ სკოპიე (მკდ)ვაკერ თიუნი (შვც)

ბარსელონა 15, პსჟ 11, მეტალურგი 9, ვარდარი 8 / დინამო 4, თიუნი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

 

Leave a Reply