11/02/14 წილისყრა ხელბურთის ფედერაციაში

ხელბურთის ფედერაციაში გაიმართა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპის წილისყრა. 1998-99 დაბადებული ბიჭების 10 საუკეთესო გუნდი ერთწრიან ტურნირში ფინალური ეტაპის 6 მონაწილეს გამოავლენს.

შეჯიბრებას პირველი დაიწყებს 5 გუნდი – ფოთი, გორი, ყვარელი, ქარიშხალა და მამული. ისინი 24-28 თებერვალს ითამაშებენ. 3-7 მარტს საქმეში ჩაერთვება მეორე ჯგუფი: თელავი, სამტრედია, ზუგდიდი, პეგასი, იმედი. 24-28 მარტს გაიმართება საერთო, ჯვარედინი ტური, რის შემდეგაც, 9 თამაშის ჯამში საუკეთესო 6 გუნდი, მაისის დასაწყისში, ერთწრიან ტურნირში, საქართველოს 2014 წლის ჩემპიონს გამოავლენს.

იმ 8 გუნდისთვის, ვინც საუკეთესოთა ათეულში ვერ მოხვდა, მოეწყობა სანუგეშო შეჯიბრება – ფედერაციის თასი. მეორე და მესამე ეტაპის ყველა მატჩი გაიმართება თბილისში.

ამავე ასაკის გოგონები შეჯიბრებას 7 მარტს განაახლებენ. გაგრძელდება უმცროსი ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულთა ტურნირებიც.

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს კაცთა გუნდებს შორის, დასავლეთის ქვეჯგუფი მორიგ ტურს გამართავს 10-12 მარტს სენაკში, ხოლო აღმოსავლეთის ოთხეული – 17-19 მარტს, თბილისში. მესამე წრის მატჩები ქვეჯგუფებში გაიმართება აპრილში, ხოლო საერთო ტური, რომლის შემდეგაც გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი, დანიშნულია 12-15 მაისს თბილისში.

ჭაბუკები. 1998-99. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის წილისყრა.

A ჯგუფი (თამაშები 24-28 თებერვალს, თბილისში):
ფოთი, გორი, ყვარელი, ქარიშხალა, მამული

24 თებერვალი

16:00 გორი – ყვარელი

17:30 მამული – ქარიშხალა
25 თებერვალი

16:00 ყვარელი – ქარიშხალა

17:30 ფოთი – გორი

26 თებერვალი

16:00 ფოთი – ქარიშხალა

17:30 ყვარელი – მამული

27 თებერვალი

16:00 გორი – მამული

17:30 ყვარელი – ფოთი

28 თებერვალი

16:00 ქარიშხალა – გორი

17:30 მამული – ფოთი

B ჯგუფი (თამაშები 3-7 მარტს, თბილისში):
თელავი, სამტრედია, ზუგდიდი, პეგასი, იმედი

3 მარტი

16:00 თელავი – პეგასი

17:30 ზუგდიდი – იმედი

4 მარტი

16:00 ზუგდიდი – პეგასი

17:30 თელავი – სამტრედია

5 მარტი

16:00 სამტრედია – ზუგდიდი

17:30 იმედი – პეგასი

6 მარტი

16:00 სამტრედია – იმედი

17:30 ზუდიდი – თელავი

7 მარტი

16:00 პეგასი – სამტრედია

17:30 იმედი – თელავი

საერთო ტური გაიმართება 24-28 მარტს, თბილისში. 6 საუკეთესო გუნდი გავა მესამე, ფინალურ ეტაპზე. ფინალური ექვსეული ითამაშებს 5-9 მაისს, თბილისში.

 

ტურნირი 11-18 ადგილებისთვისფედერაციის თასი
A ჯგუფი:
ლაგოდეხი, წყალტუბო, ქუთაისი, ახაშენი
B ჯგუფი: რუსთავი, შევარდენი, ბათუმი, ქარელი
ორივე ჯგუფი ითამაშებს 14-16 მარტს, თბილისში
საერთო ტური გაიმართება 2-5 აპრილს, თბილისში

 

Leave a Reply