12/12/13 პეგასი თუ ქარიშხალა? მამული თუ იმედი?

ხვალ დასრულდება საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის. გამოვლინდება თბილისის ლიგის ჩემპიონი, პრიზიორები და მეორე ეტაპზე გასული გუნდები.

დღევანდელი მატჩების შემდეგ 17-17 ქულით ლიდერობენ ქარიშხალა და პეგასი. მათ ბურთების სხვაობაც ერთნაირი აქვთ (+116) და პირველი წრის შეხვედრაც ფრედ აქვთ დასრულებული. თუ ხვალინდელი, საჩემპიონო თამაში ფრედ დასრულდა, მაშინ ჩემპიონი გახდება პეგასი, ვისაც მეტი გოლი აქვს გატანილი.

ხვალვე, მესამე ადგილის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ იმედი და მამული. ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად იმედს 2 ბურთით გამარჯვება სჭირდება. მეორე ეტაპზე გასვლა იმედს წაგების შემთხვევაშიც განაღდებული აქვს, რადგანაც ბურთების სხვაობით ბევრად სჯობნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიგებში მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს,

2014 წელს 10 საუკეთესო გუნდი უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ხვალ, გადამწყვეტი ტური სპორტკომპლექს არენაში 14 საათზე დაიწყება.

მატჩების ვიდეო-სტრიმინგი მიმდინარეობს მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/geohandball&per_page=

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99.
თბილისის ლიგა, მეორე წრე. 9-13 დეკემბერი.
12 დეკემბერი
ქარიშხალაშევარდენი 41:16
მამულიპეგასი 25:38
ქარელიიმედი 14:29

13 დეკემბერი, არენა
14:00 შევარდენიქარელი
1
5:20 მამულიიმედი
1
6:40 პეგასიქარიშხალა
18:00
დაჯილდოება

მდგომარეობა: პეგასი 17 ქ (281-165), ქარიშხალა 17 (256-140), მამული 10 (+3) / იმედი 8 (+27) / შევარდენი 2, ქარელი 0

აღმოსავლეთი. საბოლოო

1.თელავი 16 (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4. რუსთავი 8 (-19) / 5. ახაშენი 2, 6. ლაგოდეხი 2

დასავლეთი. საბოლოო

1.ფოთი 18, 2. სამტრედია 14 (+2) 3. ზუგდიდი 14 (-2) / 4. ქუთაისი 8 (-5) / 5. წყალტუბო 6, 6. ბათუმი 0

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

Leave a Reply