13/12/13 ევროპა: თორმეტიდან თორმეტი

სერბეთში, ხელბურთელ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე 15 მერვედფინალისტი უკვე ცნობილია. მეთექვსმეტე საგზურს პარასკევს გაითამაშებენ იაპონია, ჩინეთი და ალჟირი.

მერვედფინალში გავიდა ევროპის თორმეტივე გუნდი. პარასკევს ტურნირზე გაიმართება მეხუთე ტურის თორმეტივე მატჩი, კვირას და ორშაბათს უკვე მერვედფინალებია. თუმცა, ჯგუფური ტურნირის ბოლო დღე უინტერესო ნამდვილად არაა. ერთმანეთს ეთამაშებიან ჯგუფების ფავორიტები, უნდა გამოვლინდეს ყველა ჯგუფის გამარჯვებული და დადგინდეს პლეიოფის ბადე.

ხუთშაბათის მატჩებიდან კი ყველაზე დაძაბული აღმოსავლეთევროპული დერბი გამოდგა უნგრეთსა და რუმინეთს შორის. უნგრეთმა მოიგო ტაიმი – 10:8, მაგრამ მეორეში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა რუმინელთა მეკარის, პაულა უნგურიანუს კარში – 17:21. ესპანეთმა 14:0 მოუგო პირველი ტაიმი პარაგვაის, ჯამში კი 20 ბურთით აჯობა – 29:9.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

12 დეკემბერი

C ჯგუფი

პარაგვაი – ესპანეთი 9:29

პოლონეთი – არგენტინა 31:17

ანგოლა – ნორვეგია 21:26

ნორვეგია 8, პოლონეთი 6, ესპანეთი 6, ანგოლა 4 / არგენტინა, პარაგვაი 0

D ჯგუფი

ავსტრალია – ჩეხეთი 10:34

გერმანია – ტუნისი 26:20

რუმინეთი – უნგრეთი 21:17

გერმანია 8, რუმინეთი 6, უნგრეთი 6, ჩეხეთი 4 / ტუნისი, ავსტრალია 0

A ჯგუფი

საფრანგეთი 8, მონტენეგრო 6, კორეა 6, ჰოლანდია 4 / კონგო 0, დომ. რესპ 0

B ჯგუფი

ბრაზილია 8, სერბეთი 6, დანია 6, იაპონია 2 / ჩინეთი 2, ალჟირი 0

13 დეკემბერს

A ჯგუფი. 19:15 კონგო დომ. რესპ, 21:30 საფრანგეთი – კორეა, 23:45 მონტენეგრო – ჰოლანდია

B ჯგუფი. 18:45 იაპონია – ალჟირი, 21:00 სერბეთი – ჩინეთი, 23:15 დანია – ბრაზილია

C ჯგუფი. 18:45 არგენტინაპარაგვაი, 21:00 ანგოლა – ესპანეთი, 23:15 ნორვეგია – პოლონეთი

D ჯგუფი. 17:45 ტუნისი – ავსტრალია, 20:00 უნგრეთი – გერმანია, 22:15 რუმინეთი – ჩეხეთი

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

Leave a Reply