12/04/14 პეგასმა კინაღამ სენსაცია მოახდინა

საქართველოს ჩემპიონატზე დღეს ორი დაძაბული თამაში გაიმართა. უდანაკარგოდ მოასპარეზე ლიდერს, ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი წინააღმდეგობა გაუწია პეგასმა.

პირველი ტაიმი ფრედ, 15:15 მორჩა, პეგასი კი რამდენჯერმე იყო 2-3 ბურთით წინი. მე-40 წუთამდე თანაბარი თამაში გაგრძელდა, ხოლო შემდეგ სტუ თითქოს საბოლოოდ გავიდა წინ და გატეხა მეტოქე – 28:24. მაგრამ, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით დარე გიორგი დიხამინჯიამ ანგარიში გაათანაბრა – 30:30.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ტრავმების გამო პეგასს სკამზე სულ ერთი მოთმაშე, სათადარიგო მეკარე ნარსია ჰყავდა, მაგრამ შვიდეულმა თითქმის ბოლომდე გაძლო. მხოლოდ ბოლო 4 წუთში მოახერხა სტუმ მოგება, როდესაც ზედიზედ რამდენიმე ბურთი მოიგერია მეკარე ჯონი ცერცვაძემ. საბოლოოდ – 35:31.

ანალოგიურად წარიმართა იმედისა და თელავის მატჩი. ტაიმი აქაც ფრედ დასრულდა – 13:13. გადამწყვეტი გამოდგა მომენტი, როდესაც თელაველებს ზედიზედ გაუძევეს 2 მოთამაშე და ამ პერიოდში იმედმა ზედიზედ 6 ბურთი გაიტანა – 23:17. თელაველებმა ვეტერანების, ანდრიაშვილისა და კობახიძის წინამძღოლობით ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მხოლოდ სამ ბურთამდე მოახერეს სხვაობის შემცირება.

ფოტო: ალექსანდრე ცხვარაშვილი, პეგასი

საქართველოს ჩემპიონატი

აღმოსავლეთის ტური. 12-14 აპრილი, არენა

12 აპრილი, არენა 2

სტუ – პეგასი 35:31

სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი – ორჯონიკიძე 15, სიმონია 5, გრიშიკაშვილი 4, აბრამიშვილი 3, გოგოლაძე 3, გოგალაძე 2, სტურუა 2, არსენაშვილი 1, ბერძენიშვილი, ამირანაშვილი, სურმავა

პეგასი: ცინცაძე 1, დ. ნარსია – ცხვარაშვილი 10, ოსიყმაშვილი 6, დიხამინჯია 5, აბჟანდაძე 5. დემეტრაშვილი 3, ბაძაღუა 1

იმედი – თელავი 34:31

იმედი: მღებრიშვილი, ხარაიშვილი – იობაშვილი 9, აბაშიძე 6, გიორგაძე 5, ალანია 5, ჩიკვილაძე 5, მძელური 2, ბეჟანიშვილი 1, რუსტამოვი 1, ბაინაზიშვილი

თელავი: ა. სამიტაშვილი – ანდრიაშვილი 8, კობახიძე 6, გიგაური 6, გიორგელაშვილი 3, დანელიშვილი 3, მღებრიშვილი 3, ცისკარიშვილი 1, დიდებაშვილი 1, ი. სამიტაშვილი, მაისაშვილი

მსაჯები: ამირან კომახიძე, ზურაბ ქოქოსაძე

მდგომარეობა (, , , , , )

სტუ————-15-15-0–0–534-349-30

ბათუმი———14-12-0–2–570-427-24

იმედი———–15–9-0–6–455-493-18

სამტრედია—–14–8-0–6–517-471-16

პეგასი———–15–5-2–8–465-510-12

ჭაბუკები——–14–2-2-10–392-480–6

თელავი———15–2-1-12–396-461–5

ქუთაისი——–14–2-1-11–395-533–5

13 აპრილი , არენა 2

16:00 თელავი სტუ

17:30 პეგასი – იმედი

14 აპრილი , არენა 1

16:00 პეგასი – თელავი

17:30 სტუ – იმედი

15-17 აპრილს სენაკში დასავლეთის ოთხეული ითამაშებს

პირდაპირი სტრიმინგის ლინკი:

http://www.myvideo.ge/live/geohandball2012

Leave a Reply