11/04/14 12 აპრილიდან 12 ივნისამდე: სეზონის საინტერესო დასასრული

აპრილში, მაისსა და ივნისის დასაწყისში ქართველ ხელბურთელებს ძალიან ინტენსიური საშეჯიბრო გრაფიკი აქვთ. უნდა დასრულდეს საქართველოს ჩემპიონატი სამ კატეგორიაში, ხოლო ნაკრებ გუნდებს საერთაშორისო ტურნირები უწევთ.

შაბათს თბილისში განახლდება ეროვნული ჩემპიონატი. აქ ითამაშებს აღმოსავლეთის ოთხეული, ხოლო სამშაბათიდან სენაკში შეიკრიბება დასავლეთის კვარტეტი. ტურნირი დასრულდება 9-12 ივნისს, როდესაც თბილისში ითამაშებს რვავე გუნდი და გამოავლენს პრიზიორებს.

14-17 აპრილს გლდანში გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი 1998-99 დაბადებულ გოგონებს შორის. აქ მძაფრი ბრძოლაა მოსალოდნელი 4 მოწინავე გუნდს (მამული, ფოთი, ყვარელი, პეგასი) შორის. ამავე ასაკის ბიჭების ფინალური ექვსეული 2-6 ივნისს გაიმართება თბილისში.

აპრილის მეორე ნახევრიდან საქმეში ერთვებიან ამ ასაკის (1998-99) ოლიმპიური ნაკრები გუნდები. ბიჭებს შეკრება აქვთ დუშეთში, ხოლო გოგონებს – ბაქოში, რის შემდეგაც, მაისის დასაწყისში ბიჭები მიემგზავრებიან უკრაინის, ხოლო გოგონები – ბელარუსის საერთაშორისო ტურნირებზე.

15-20 მაისს ორივე ნაკრებს ტურნირი უკვე თბილისში აქვს – გამოჩენილ ქართველი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის 75 წლისთავისთვის მიძღვნილი საერთაშორისო შეჯიბრება. მონაწილეების ვინაობა თითქმის დადგენილია. გოგონების ტურნირზე ითამაშებს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელბურთო ქვეყნის, პოლონეთის თექვსმეტწლამდელთა ნაკრები. გვეწვევა უკრაინის 2 გუნდი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ბიჭებში უკვე დადასტურებულია უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის თამაში. აქ ორი გუნდით გამოვა საქართველოს ნაკრები, ხოლო ბელარუსის ხელბურთის ფედერაციასთან ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს. იმის გამო, რომ შეჯიბრება სასკოლო პერიოდს ემთხვევა, თავაზიანი უარი შემოთვალეს თურქეთის, ირანისა და ყატარის ფედერაციებმა.

და ბოლოს, 20-26 მაისს ანდორაში, IHF მსოფლიო თასის ევროპის ზონალურ ტურნირზე ითამაშებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები.

 

საქართველოს ჩემპიონატი

აღმოსავლეთი. 12-14 აპრილი, არენა

12 აპრილი, არენა 2

16:00 სტუ – პეგასი

17:30 იმედი – თელავი

13 აპრილი , არენა 2

16:00 თელავი სტუ

17:30 პეგასი – იმედი

14 აპრილი , არენა 1

16:00 პეგასი – თელავი

17:30 სტუ – იმედი

 

დასავლეთი. 15-17 აპრილი, სენაკი

15 აპრილი

15:00 სამტრედია – ქუთაისი

16:30 ჭაბუკთა ნაკრები – ბათუმი

16 აპრილი

15:00 ბათუმი – ქუთაისი

16:30 სამტრედია – ჭაბუკთა ნაკრები

17 აპრილი

14:00 ქუთაისი – ჭაბუკთა ნაკრები

15:30 ბათუმი – სამტრედია

 

ორი წრის შემდეგ (, , , , , )

სტუ————-14-14-0–0–499-318-28

ბათუმი———14-12-0–2–570-427-24

სამტრედია—–14–8-0–6–517-471-16

იმედი———–14–8-0–6–421-462-16

პეგასი———–14–5-2–7–434-475-12

ჭაბუკები——–14–2-2-10–392-480–6

თელავი———14–2-1-11–365-427–5

ქუთაისი——–14–2-1-11–395-533–5

 

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99

დასკვნითი ტური. 14-17 აპრილი, გლდანი

14 აპრილი

13:00 იმედი – ფოთი

14:20 წყალტუბო – მამული

15:40 ქარიშხალა – ფოთი

15 აპრილი

13:00 ქარიშხალა – წყალტუბო

14:20 ფოთი – პეგასი

15:40 იმედი – წყალტუბო

16 აპრილი

13:00 იმედი – წყალტუბო

14:20 ფოთი – ყვარელი

17 აპრილი

13:00 ყვარელი – წყალტუბო

14:20 მამული – ფოთი

16:00 წყალტუბო – ფოთი

მდგომარეობა: მამული – 19 ქულა (10 თამაშიდან), ყვარელი – 15 (10), ფოთი – 10 (6), პეგასი – 10 (10), წყალტუბო – 4 (6), ქარიშხალა – 2 (10), იმედი – 2 (10)

 

22-24 აპრილი, თბილისი. ბიჭები, 1998-99

ფედერაციის თასი, დასკვნითი ტური

მდგომარეობა: ქუთაისი 4 ქულა, რუსთავი 4, შევარდენი 2, წყალტუბო 2, ლაგოდეხი 0, ქარელი 0

 

22-28 აპრილი, ბაქო. გოგონების ნაკრები, 1998-99

ერთობლივი წვრთნა და ტესტ-მატჩები აზერბაიჯანში

 

6-11 მაისი, ბროვარი, უკრაინა. ბიჭების ნაკრები, 1998-99

საერთაშორისო ტურნირი. მონაწილეობენ: უკრაინა, ბელარუსი, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, საქართველო, რუსეთი.

 

7-12 მაისი, გროდნო, ბელარუსი. გოგონების ნაკრები, 1998-99

საერთაშორისო ტურნირი. მონაწილეობენ: უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, პოლონეთი, ლიტვა, გერმანია, საქართველო (14 გუნდი)

 

15-20 მაისი, თბილისი. ჯემალ ცერცვაძის თასი. ბიჭები, გოგონები 1998-99

საერთაშორისო ტურნირი. მონაწილეობენ: საქართველო, პოლონეთი, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი (ბელარუსი).

 

20-26 მაისი, ანდორა. IHF მსოფლიო თასი. U 21

ევროპის ზონალური ტურნირი. მონაწილეობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (1994-)

 

2-6 ივნისი, თბილისი. საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99

ფინალური ექვსეული: პეგასი, ქარიშხალა, მამული, იმედი, გორი, ფოთი

 

9-12 ივნისი, თბილისი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები

დასკვნითი ტური

 

 

Leave a Reply