12/03/14 მამულმა ლიდერობა შეინარჩუნა
სპორტკომპლექს არენაში გრძელდება საქართველოს გოგონათა ჩემპიონატი. ლიდერთა მატჩში დღეს მამულმა 18:10 დაამარცხა ყვარელი.
ამ გუნდების მატჩი პირველ წრეში ფრედ დასრულდა. ყვარელი 2 ქული ჩამორჩებოდა თბილისელებს და მოგების შემთხვევაში ეწეოდა, მაგრამ ბრძოლა არ შედგა.
მამული თავიდან ბოლომდე ლიდერობდა, ყვარელი კი გუშინდელი მძიმე თამაშის შემდეგ გადაღლილი იყო. ლიდერმა 11:4 მოიგო პირველი ნახევარი, მეორეში კი უპირტესობა შეინარჩუნა.
ხვალ აღმოსავლეთის ტური დასრულდება მამულ-პეგასის მატჩით. დასავლეთის გუნდები – წყალტუბო და ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი, ფოთი შეჯიბრებას გააგრძელებენ აპრილის დასაწყისში, როდესაც საერთო ტური გაიმართება.
საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99
აღმოსავლეთის ტური. 12 მარტი
მამული – ყვარელი 18:10
მამული: მაზმიშვილი, ვარდიშვილი – გიორგაძე 5, ღვალაძე 5, ჯაღათაშვილი 3 გაბისონია 3, ნარიმანიძე 1, ყველაშვილი 1, ხონელიძე, მირზოევა, შახულოვა, ომიაძე, ბუზალაძე, ჯავახიშვილი
ყვარელი: გუბელაძე – კუნელაშვილი 3, ს. იორდანაშვილი 2, თეთრაშვილი 2, ქიტესაშვილი 1, მიხელიძე 1, თ. იორდანაშვილი 1, სეფაშვილი, მჭედლიშვილი
მსაჯები: ელენე არაბული, მაია კარბუნარი
პეგასი – იმედი 15:2
ყვარელი – ქარიშხალა 12:4
მდგომარეობა: მამული – 17 ქულა (9 თამაშიდან), ყვარელი – 15 (10), ფოთი – 10 (6), პეგასი – 10 (9), წყალტუბო – 4 (6), ქარიშხალა – 2 (10), იმედი – 2 (10)
13 მარტი, არენა 1
16:00 პეგასი – მამული