EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

13/03/14 აპრილამდე სანაკრებო პაუზაა

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე დღეს შეჯიბრების ლიდერმა, მამულმა 16:12 დაამარცხა პეგასი.

პირველ ტაიმში ბრძოლა თანაბარი იყო და პეგასმა 6:5 მოიგო, შესვენების შემდეგ კი მამულმა თამაშის გარდატეხა მოახერხა. ამ თამაშით აღმოსავლეთის ტური დასრულდა. მამულს 10 მატჩში მხოლოდ ერთი ფრე აქვს, თუმცა, ფოთის გუნდს შეუძლია ლიდერთან დაახლოება. ფოთელები, ისევე როგორც წყალტუბოს გუნდი, შეჯიბრებაში 1 აპრილიდან ჩაებმებიან, როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური გაიმართება.

იქამდე კი, თექვსმეტწლამდელ გოგონათა ნაკრებს 15-26 მარტს საწვრთნელი შეკრება ექნება ბორჯომში. მწვრთნელებმა, მაია კარბუნარმა და ელისო ჟურულიშვილმა უკვე დაასახელეს 17-კაციანი შემადგენლობა.

პარასკევს გლდანის სახელბურთო დარბაზში იწყება 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების ტურნირი – ფედერაციის თასი, სადაც მონაწილეობენ ის გუნდები, ვინც საუკეთესო ათულში გასვლა ვერ მოახერხა. შაბათს სენაკში საქართველოს ჩემპიონატს განაახლებენ 2000-01 წლებში დაბადებული ბიჭები, ხოლო ორშაბათიდან სპორტკომპლექს არენაში გაგრძელდება ეროვნული ჩემპიონატი. მეორე წრეს დაასრულებს აღმოსავლეთის ოთხეული – სტუ, პეგასი, იმედი და თელავი.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99

აღმოსავლეთის ტური. 13 მარტი, არენა 1

მამული – პეგასი 16:12

მამული: მაზმიშვილი, ვარდიშვილი – ღვალაძე 5, გაბისონია 4, ჯაღათაშვილი 3, ნარიმანიძე 2, ყველაშვილი 1, გიორგაძე 1, ომიაძე , ხონელიძე, მირზოევა, შახულოვა, ბუზალაძე, ჯავახიშვილი

პეგასი: ყაველაშვილი 1, ჩაჩუა, ორჯონიკიძე – ბერიძე 5, ვენეცკი 4, გოგოხია 1, მორჩაძე 1, ჩოგოვაძე, ჩოხელი, შოშიტაშვილი, სარაჯიშვილი, კოპალიანი, კეკუტია, ჯანიაშვილი

მსაჯები: ელენე არაბული, ზურაბ ქოქოსაძე

მდგომარეობა: მამული – 19 ქულა (10 თამაშიდან), ყვარელი – 15 (10), ფოთი – 10 (6), პეგასი – 10 (10), წყალტუბო – 4 (6), ქარიშხალა – 2 (10), იმედი – 2 (10)

საქართველოს გოგონათა (16წ) ნაკრები

მეკარეები: ქრისტინე ჯავახია (ფოთი), თამარ ჩაჩუა (პეგასი), ლედი მაზმიშვილი (მამული)

მოთამაშეები: თათია გადელია, ანა ხურცილავა (ფოთი), თინა ქიტესაშვილი, ქეთი კუნელაშვილი, მარი მიხელიძე (ყვარელი), მედეა ჩოხელი, მაია ბერიძე, თამარ ჩოგოვაძე, ქეთევან ვენეცკი (პეგასი), სოფი ნარიმანიძე, ნინო გაბისონია, ანა ყველაშვილი, ქრისტინე ღვალაძე, თეონა ჯაღათაშვილი (მამული)

მწვრთნელები: მაია კარბუნარი, ელისო ჟურულიშვილი

 

Leave a Reply