12-წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა ჩემპიონატი დასრულდა

12-წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს არაერთი საჯარო სკოლა და გუნდი მონაწილეობდა, დასრულდა. ტურნირი გამარჯვებულებისა და პრიზიორების გამოვლენით აღინიშნა.

ჭაბუკებში ჩემპიონობა გორის გუნდმა იზეიმა, მეორე ადგილზე „ქარიშხალა“ გავიდა, მესამე ადგილი კი ბათუმის „ბსბ“-მ დაიკავა. გოგონათა შორის პირველი ადგილი 160-ე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე პოზიციაზე ბათუმი გავიდა, მესამეზე კი — „პრომეთე“.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს თასები და მედლები საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა და ჭაბუკ ხელბურთელთა განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ბექა ორჯონიკიძემ გადასცეს.

„ყველას გილოცავთ ფინალურ ეტაპზე გასვლას! შესანიშნავი გოგო-ბიჭები ხართ. ძალიან საინტერესო თამაშები შემოგვთავაზეთ“, — მიმართა ახალგაზრდა ხელბურთელებს ვახტანგ მეიფარიანმა. — „რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მიმდინარეობისას ნაკრების მწვრთნელები გაკვირდებოდნენ. აქვე გეტყვით, რომ გაიმართება სანაკრებო შეკრება, სადაც გამოგიძახებენ და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება კიდევ მოგეცემათ. გახსოვდეთ, კარგად თამაშის საწინდარი კარგად სწავლაცაა, ასე რომ, ამ მხრივაც უნდა იყოჩაღოთ. დიდი მადლობა თქვენ, თქვენს მასწავლებლებს, მშობლებსა და გულშემატკივრებს. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!“

Leave a Reply