12/03/04 ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთისა და ანდორისთვის ემზადება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (1994) ორი ტურნირისთვის ემზადება. 20-წლამდელებს აპრილში ესპანეთში უწევთ ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია, ხოლო მაისში ანდორაში, IHF მსოფლიო თასის (21წ) ევროპის ზონალურ ტურნირში ითამაშებენ.

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ოვიედოში გაიმართება. ჩვენი მეტოქეები არიან ესპანეთი, მონტენეგრო და ნორვეგია. ფინალურ ტურნირზე გადის 2 საუკეთესო გუნდი. 4 აპრილს ვეთამაშებით მონენეგროს, 5 აპრილს – ნორვეგიას, 6 აპრილს – ესპანეთს. ფინალური ტურნირი 24 ივლისიდან 3 აგვისტომდე გაიმართება ავსტრიაში.

ანდორაში, 21-25 მაისს შეიკრიბება 8 გუნდი. მოლდოვა, ფარერები, ანდორა, საქართველო, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, ირლანდია და ალბანეთი. 21-23 მაისს ჯგუფური ტურნირის მატჩებია, 24 მაისს – ნახევარფინალი, ხოლო 25 მაისს – ფინალური მატჩი. წილისყრა ჯერ არ გამართულა. ევროპის გამარჯვებული გავა ინტერკონტინენტალურ ტურნირზე, რომელიც 2015 წელს გაიმართება.

2015 წელს 1994 და მომდევნო წლებში დაბადებულთა ნაკრებს 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზეც მოუწევს თამაში.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა მზადება უკვე დაიწყო. სამწვრთნელო შტაბში არიან მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, მწვრთნელი ლევან გელაშვილი და ნაკრები გუნდების კოორდინატორი ჯორჯე რაშიჩი. ამ დროისათვის 28 მოთამაშიდან მწვრთნელებმა უკვე შეარჩიეს 18, მალე კი დაასახელებენ იმ 14 კაცს, ვინც აპრილის დასაწყისში ესპანეთში გაემგზავრება.

ფოტო: ბექა ორჯონიკიძე

საქართველოს 20წ ნაკრები

მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (1994, სტუ), არჩილ სამიტაშვილი (1994, თელავი), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი)

უკანა სამეული: ზურაბ სიმონია (1994, სტუ), შალვა სტურუა (1994, სტუ), თემურ ორჯონიკიძე (1996, სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი (1996, პეგასი), გიორგი ახალაძე (1995, ქუთაისი), გივი გიორგაძე (1996, იმედი), ირაკლი ჩაფიძე (1994, სტუ)

გარემარბები: ზურაბ აბრამიშვილი (1994, სტუ), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), ომიკო ალანია (1995, იმედი), იოსებ სამიტაშვილი (1994, თელავი), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი)

ხაზი: ჯაბა ხაჟომია (1996, სამტრედია), გიგა კოხრეიძე (1996, პეგასი), ლაშა არსენაშვილი (1997, სტუ)

მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი

Leave a Reply